იცით პილოკარპინს რა უკუჩვენებები აქვს?

პილოკარპინის უკუჩვენებებია: პილოკარპინის თვალის წვეთები უკუნაჩვენებია პაციენტებში თვალის სისხლძარღვოვანი გარსის წინა ნაწილის (თვალის ფერადი გარსი, ცილიარული სხეული) ანთების დროს. აგრეთვე მომატებული მგრძნობელობის შემთხვევაში პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ. უკუნაჩვენებია პრეპარატის გამოყენება იმ შემთხვევაში, როდესაც არ არის მიზანშეწონილი გუგების შევიწროება. პილოკარპინი სიფრთხილით გამოიყენება ბადურას ჩამოფცქვნის დროს და ახალგაზრდებში ახლომხედველობის შემთხვევაში.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები