იცით პრილამს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

პრილამის გვერდითი მოვლენებია: შესაძლო გვერდითი მოვლენები: სხვა მედიკამენტების მსგავსად, აღნიშნულმა პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები: , თუმცა არა ყველა ადამიანში.  შემდეგი გვერდითი მოვლენა ვლინდება არც თუ ისე ხშირად (100-დან შეიძლება აღენიშნებოდეს 1-ს), თუმცა, რომელიმე ქვემოთ მოცემული სიმპტომის გამოვლინების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს: • სახის, ტუჩების, პირის, ენის ან ყელის შეშუპებულობა; • სუნთქვის გაძნელება; • თავბრუსხვევა ან სისუსტე; • უჩვეულოდ სწრაფი ან არარეგულარული გულისცემა. ეს არის მწვავე რეაქციის (ანგიონევროზული შეშუპების) სიმპტომები, რომელიც დამახასიათებელია ყველა აგფ-ის ინჰიბიტორისათვის და საჭიროებს გადაუდებელ მკურნალობას, როგორც წესი, სტაციონარში.    სხვა შესაძლო გვერდითი მოვლენები: ხშირად (გვხვდება 10-დან 1 ადამიანში): • ხველა, ქოშინი; • თავბრუსხვევა დაბალი არტერიული წნევის შედეგად (განსაკუთრებით, პირველი დოზების მიღების შემდეგ, დოზის გაზრდისას ან შარდმდენ პრეპარატებთან თანმდევი მიღებისას); • თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, მათ შორის ვესტიბულარული, დაღლილობა, დაბუჟებისა და ჩხვლეტის შეგრძნება; კუნთოვანი კრუნჩხვები, მხედველობის დარღვევები (მაგ: ბუნდოვანი ხედვა, თვალების ტკივილი), შუილი ან ზანზარი ყურებში; • გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი, გემოვნებითი შეგრძნებების შეცვლა, კუჭის აშლილობა, დიარეა, ყაბზობა; • გამონაყარი კანზე, ქავილი. არც ისე ხშირად (გვხვდება 100-დან 1 ადამიანში): • ხასიათის შეცვლა ან ძილის დარღვევა; • ბრონქოსპაზმი (შებოჭილობის შეგრძნება მკერდში, მსტვინავი სუნთქვა და ქოშინი); • პირის სიმშრალე; • თირკმელებთან დაკავშირებული პრობლემები; • იმპოტენცია; • ოფლიანობა. ძალიან იშვიათად (გვხვდება 10 000-დან 1 ადამიანში): • ცნობიერების მოშლა; • გულის არარეგულარული რიტმი, გულის შეტევა და ინსულტი (დამახასიათებელია აგფ-ის ინჰიბიტორისათვის დაბალ არტერიულ წნევასთან კომბინაციაში); • სტენოკარდია (კუმშვის შეგრძნება გულმკერდში); • ეოზინოფილური პნევმონია (პნევმონიის იშვიათი სახეობა), რინიტი (გაჭედილობა ცხვირში ან სურდო); • პანკრეატიტი (კუჭქვეშა ჯირკვლის ანთება); • ჰეპატიტი (ღვიძლის ანთება); • მულტიფორმული ერითემა (რეაქცია კანზე აკერგიული რეაქციების შედეგად, რაც გამოწვეულია სხვადასხვა მიზეზებით); • სისხლის უჯრედების რაოდენობის შეცვლა: კონტროლის მიზნით ექიმმა შეიძლება დანიშნოს სისხლის რეგულარული ანალიზები. სიხშირე უცნობია: • ჰიპოგლიკემია; • ვასკუილტი. რომელიმე გვერდითი მოვლენის გართულების ან გვერდითი მოვლენის გამოვლენის შემთხვევაში, რომელიც მოცემული არ არის წინამდებარე ჩანართ-ფურცელში, ამის შესახებ  აცნობეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები