იცით პროპიცილს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

პროპიცილის გვერდითი მოვლენებია:  ◄ აგრანულოციტოზი წარმოადგენს მძიმე ფორმის, მაგრამ იშვიათ გვერდით მოვლენას, რომელსაც თან ახლავს სეპტიური გართულებები. ხანდახან აღინიშნება კანზე გამონაყარი, ურტიკარია, კუჭის არეში ტკივილი, ართრალგია სახსრების ანთებითი ნიშნების გარეშე, ახალშობილებში ჩიყვის განვითარება. ◄ ძალიან იშვიათად, პრეპარატის მაღალი დოზით გამოყენებისას აღინიშნება შემდეგი გვერდითი მოვლენები:  ღვიძლის დაზიანება (ჰეპატიტის მსგავსი რეაქციები ჰეპატოციტური ნეკროზით და გარდამავალი ქოლესტაზით), ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, წამლისმიერი ცხელება, ლიმფადენოპათია და თრომბოციტოპენია. ◄არსებობს ცალკეული მონაცემები ნერვ-კუნთოვანი გადაცემის დარღვევის, პოლიართრიტის გემოვნებისა და ყნოსვის შეგრძნების დარღვევის, ვასკულიტის, წითელი მგლურას სინდრომის, კვანძოვანი პერიარტერიტის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციის დარღვევის (გულისრევა, ღებინება), თავბრუსხვევის, ერითროპოეზის დათრგუნვის, ჰემოლიზის, კუმბსის დადებითი რეაქციის, ინტერსტიციული პნევმონიის, პერიფერიული შეშუპების და ალოპეციის შესახებ. ◄ პროპიცილით მკურნალობის პროცესში შესაძლებელია ფარისებრი ჯირკვლის ზომაში მომატება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები