იცით ჟანინს რა უკუჩვენებები აქვს?

ჟანინის უკუჩვენებებია: * თრომბოზები (ვენური და არტერიული) და თრომბოემბოლიები აწმყოში ან ანამნეზში (მათ შორის ღრმა ვენების თრომბოზი, ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია, მიოკარდიის ინფარქტი, ცერებროვასკულარული დარღვევები); * თრომბოზის წინამორბედი მდგომარეობები (მათ შორის ტრანზიტორული იშემიური შეტევები, სტენოკარდია) აწმყოში ან ანამნეზში; * ანამნეზში შაკიკი ადგილობრივი ნევროლოგიური სიმპტომებით; * შაქრიანი დიაბეტი სისხლძარღვოვანი გართულებებით; * ვენური ან არტერიული თრომბოზის მრავლობითი ან გამოხატული რისკფაქტორები, მათ შორის გულის სარქვლოვანი აპარატის დაზიანება, გულის რიტმის დარღვევა, თავის ტვინის სისხლძარღვების ან გულის კორონარული არტერიების დაავადებები; არაკონტროლირებადი არტერიული ჰიპერტენზია; *ანამნეზში აწმყოში ან წარსულში არსებული პანკრეატიტი გამოხატული ჰიპერტრიგლიცერემიით ღვიძლის უკმარისობა ამ ღვიძლის მძიმე დაავადებები (მანამდე სანამ ღვიძლის ტესტები ნორმაში არ ჩადგება); * აწმყოში ან ანამნეზში ღვიძლის სიმსივნეები (კეთილთვისებიანი ან ავთვისებიანი); * გამოვლენილი ჰორმონდამოკიდებული ავთვისებიანი დაავადებები (მათ შორის სასქესო ორგანოებისა და სარძევე ჯირკვლების) ან ეჭვი მათზე; * გაურკვეველი გენეზის ვაგინალური სისხლდენა; * ძუძუთი კვების პერიოდი (პირველი 6 თვე); * მომატებული მგრძნობელობა პრეპარატ ჟანინის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ; * ხანგრძლივი მობილიზაცია, სერიოზული ქირურგიული ჩარევა, ქირურგიული ოპერაციები ფეხებზე, ფართო ტრავმები. თუ ამ მდგომარეობებიდან რომელიმე პირველად ჩნდება ჟანინის მიღებისას, ამ პრეპარატის მიღება მაშინვე უნდა შეწყდეს და საჭიროა ექიმთან კონსულტაცია. ამავე დროს, ქალმა უნდა გამოიყენოს არაჰორმონალური ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებები.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები