რაენომის უკუჩვენებებია: – მომატებული მგრძნობელობა მოქმედი ნივთიერების ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ (იხ. ნაწილი “შემადგენლობა”). – გშს მოსვენებულ მდგომარეობაში დაბალია 70 დარტყმაზე წუთში მკურნალობის დაწყებამდე. – კარდიოგენური შოკი. – მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი. – მძიმე არტერიული ჰიპოტენზია (არტერიული წნევა <90/50 მმ ვწყ. სვ.). – ღვიძლის მძიმე უკმარისობა. – სინუსური კვანძის სისუსტის სინდრომი. – სინოატრიალური ბლოკადა. – გულის არასტაბილური ან მწვავე უკმარისობა. – რითმის ხელოვნური მატარებლის არსებობა (გშს ნარჩუნდება მხოლოდ რითმის ხელოვნური მატარებლის დახმარებით). – არასტაბილური სტენოკარდია. – III ხარისხის ატრიოვენტრიკულური ბლოკადა. – გამოყენება Р450 3A4 ციტოქრომის სისტემის ძლიერ ინჰიბიტორებთან კომბინაციაში, როგორიცაა აზოლების ჯგუფის სოკოს საწინააღმდეგო საშუალებები (კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი), მაკროლიდების ჯგუფის ანტიბიოტიკები (კლარითრომიცინი, პერორალურად მისაღები ერითრომიცინი, ჯოზამიცინი, ტელითრომიცინი), აივ-პროტეაზას ინჰიბიტორები (ნელფინავირი, რიტონავირი) და ნეფაზოდინი (იხ. ნაწილი “ურთიერთქმედება სხვ ასამკურნალო საშუალებებთან და ”ფარმაკოკინეტიკა”). – გამოყენება ვერაპამილთან ან დილთიაზემთან კომბინაციაში, რომლებიც წარმოადგენენ CYP3A4 იზოფერმენტის ზომიერ ინჰიბიტორებს, რომლებიც აქვეითებენ გულის შეკუმშვათა სიხშირეს (იხ. ნაწილი “ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან”). – ორსულობა, ძუძუთი კვების პერიოდი, ასევე გამოყენება რეპროდუქციული ასაკის ქალებში, რომლებიც არ იყენებენ კონტრაცეფციის საიმედო მეთოდებს (იხ. ნაწილი “გამოყენება ორსულობის დროს და ძუძუთი კვების პერიოდში”).
გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი 2. სამკურნალო პრეპარატები