იცით რებეტოლს რა უკუჩვენებები აქვს?

რებეტოლის უკუჩვენებებია: რიბავირინის ან რებეტოლის სხვა ნებისმიერი კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობა; გულის მძიმე დაავადებები, არასტაბილური და არაკონტროლირებადი ფორმების ჩათვლით, რომლებსაც ადგილი აქვთ მკურნალობის დაწყებამდე სულ მცირე 6 თვის მანძილზე; ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები, რომლებიც არ ექვემდებარებიან მკურნალობას ჩვეულებრივი მეთოდებით; ჰემოგლობინოპათიები (მაგ. თალასემია, ნამგლისებურ-უჯრედოვანი ანემია); მძიმე, გამომფიტავი დაავადებები (მათ შორის თირკმლის ქრონიკული უკმარისობა, კრეატინინის კლირენსი 50 მლ/წთ-ზე დაბალი); გამოხატული დეპრესია, სუიციდური აზრები ან სუიციდის მცდელობა, მათ შორის ანამნეზში; ღვიძლის ფუნქციის მნიშვნელოვანი მოშლა ან ღვიძლის დეკომპენსირებული ციროზი; აუტოიმუნური ჰეპატიტი ან სხვა აუტოიმუნური დაავადებები; რებეტოლი უკუნაჩვენებია ორსული და მეძუძური ქალებისათვის.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები