იცით რევასიდს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

რევასიდის გვერდითი მოვლენებია: პარენტერული ანტიბიოტიკების ძირითად გვერდით მოვლენას წარმოადგენს  ინექციის ადგილას ტკივილი, განსაკუთრებით კუნთებში შეყვანისას. ზოგიერთ პაციენტებში პრეპარატის ვენაში შეყვანის შემდეგ აღინიშნება ფლებიტი. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ აღინიშნება გულისრევა, ღებინება და დიარეა. კანის მხრივ: აღინიშნება გამონაყარი, ქავილი და კანის სხვა რეაქციები. სისხლმბადი და ლიმფური სისტემის მხრივ: პრეპარატით მკურნალობისას არსებობს მონაცემები ანემიის, თრომბოციტოპენიის,   ეოზინოფილიისა და ლეიკოპენიის განვითარების შესახებ. აღნიშნული ცვლილებები შექცევადია და ქრება მკურნალობის შეწყვეტისას. ღვიძლის მხრივ: აღინიშნებოდა ალანინამინოტრანსფერაზას და  ასპარაგინამინოტრანსფერაზას აქტივობის მომატება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები