იცით რელანტანს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

რელანტანის გვერდითი მოვლენებია: ალერგიული რეაქციები: იშვიათად – ანაფილაქსია; ენდოკრინული სისტემის მხრივ: ჰიპერგლიკემია, ბაზალური და ინდუცირებული ინსულინის დონის მომატება;  გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ჰიპერტენზია, თრომბოფლებიტი, ღრმა ვენების თრომბოზი, თრომბოემბოლური დარღვევები, ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია, იშვიათად – ბადურას სისხლძარღვების თრომბოზი, ტკივილი გულმკერდის არეში, იშვიათად – სინკოპე, ორთოსტატული ჰიპოტენზია; სასუნთქი სისტემის მხრივ: ხველა; სისხლისა და სისხლმბადი ორგანოების მხრივ: თრომბოემბოლია, სისხლში მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების შემცირება, ლიმფური კვანძების გადიდება; საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: მუცლის ტკივილი, მუცლის შებერილობა, უმადობა, მადის გაძლიერება, ქოლესტაზი, ქოლესტაზური სიყვითლე (სიყვითლე და ქავილი ქრება პრეპარატის მიღების შეწყვეტიდან 1-8 კვირაში), ქოლეცისტიტი და ქოლანგიტი, სისხლში ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება, ჰეპატიტი, ჰეპატომა, გულისრევა, ღებინება, ყაბზობა, ფაღარათი, პირის სიმშრალე, გულძმარვა, დისპეფსია; გრძნობათა ორგანოთა მხრივ: მხედველობის ნაწილობრივი დაქვეითება ან სრული დაკარგვა (უეცრად ან თანდათანობით), მხედველობის დაბინდვა, პროპტოზი, დიპლოპია, პაპილედემა (მხედველობის ნერვის დვრილის შეშუპება). აღნიშნულ შემთხვევებში შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს;  რეპროდუქციული სისტემის მხრივ: არარეგულარული მენსტრუალური ციკლი, მენსტრუალური ციკლის შემოკლება, ინტერმენსტრუალური სისხლდენა წვეთობით ან ნაკადით, მეტრორაგია, დისმენორეა, ამენორეა, დისპარეუნია, გალაქტორეა, ლეიკორეა, საშვილოსნოს ყელის ეროზია, ცერვიკალური გამონადენი, ლიბიდოს გაძლიერება ან შესუსტება, მასტალგია, სარძევე ჯირკვლის გადიდება, ვაგინალური სიმშრალე, პრეპარატის ინტრავაგინალური გამოყენებისას ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენაა ვაგინალური ირიტაცია;  შარდგამომყოფი სისტემის მხრივ: ნიქტურია, ცისტიტი; კანისა და კანის დანამატების მხრივ: ურტიკარია, გამონაყარი, ქავილი, აკნე, კანის პიგმენტაციის მომატება (ქლოაზმა), რაც ძლიერდება ულტრაიისფერი დასხივების შედეგად, ალოპეცია, ჰირსუტიზმი, მულტიფორმული ერითემა, კვანძოვანი ერითემა; ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის მხრივ: ძილიანობა და გარდამავალი თავბრუ (პრეპარატის მიღებიდან 1-3 სთ-ში), შფოთვა, დეპრესია, კონცენტრირების უნარის დაქვეითება, უძილობა, თავის ტკივილი, ზოგადი სისუსტე, ნერვული აგზნება, ემოციური ლაბილობა, შაკიკი; საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის მხრივ: ართრალგია; სხვა: სხეულის წონის კლება, სხეულის წონის მატება, შეშუპება, პირექსია. გვერდითი მოვლენები: უფრო იშვიათად ვითარდება პრეპარატის ინტრავაგინალური გამოყენებისას.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები