იცით რელპაქსს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

რელპაქსის გვერდითი მოვლენებია: რელპაქსი ხასიათდება კარგი ამტანობით. ჩვეულებრივ გვერდით ეფექტებს გარდამავალი ხასიათი აქვთ, მცირედ ან საშუალოდ არიან გამოხატულნი და არ მოითხოვენ დამატებით ჩარევას. გვერდითი ეფექტების სიხშირე და სიმძიმე პრეპარატის ერთჯერადი და ორჯერადი მიღებისას მსგავსია. იმ პაციენტებში, რომლებიც რელპაქსს თერაპიულ დოზებში იღებენ, აღინიშნება შემდეგი სახის გვერდითი რეაქციები (სიხშირე ≥ 1% და მეტია პლაცებოსთან შედარებით). ზოგადი ხასიათის გვერდითი მოვლენები:  ასთენია, ტკივილი ზურგის არეში, ტკივილი და შებოჭილობა გულმკერდის არეში, შემცივნება. გულ-სისხლძარღვთა სისტემა: სითბოს ან სიცხის შეგრძნება სახის არეში, გულისცემის გახშირება, ტაქიკარდია, სტენოკარდიული ტკივილი, არტერიული წნევის მატება. პერიფერიული და ცენტრალური ნერვული სისტემა: ძილიანობა, თავბრუხვევა, პარესთეზია, თავის ტკივილი, ჰიპესთეზია, ოფლიანობა, ყელში “ბურთის” შეგრძნება. კუჭ-ნაწლავის ტრაქტი: ტკივილი მუცლის არეში, პირის სიმშრალე, გულისრევა, დისპეპსია. კუნთ-სახსროვანი სისტემა: მიასთენია, მიალგია.  სასუნთქი სისტემა: ფარინგიტი. იმუნური სისტემა: ალერგიული რეაქციები (ზოგიერთი მათგანი საკმაოდ სერიოზულია), მათ შორის ქავილი, გამონაყარი, ჭინჭრის ცხელება. ზოგიერთი სიმპტომი, რომელიც განიხილება როგორც გვერდითი ეფექტი, შეიძლება შაკიკის თანმხლებ სიმპტომს წარმოადგენდეს. რეპლაქსის მკურნალობის დროს განვითარებული ძირითადი გვერდითი ეფექტები ტიპიურია 5 HT1 რეცეპტორების აგონისტებისათვის.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები