იცით რისპაქსოლს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

რისპაქსოლის გვერდითი მოვლენებია:  პრეპარატს გააჩნია კარგი ამტანობა. გვერდითი მოვლენები შესაძლებელია, თუმცა ისინი აღინიშნება ზოგ შემთხვევაში. შესაძლებელია: ცენტრალური ნერვული სისტემის მხრიდან: უძილობა, აჟიტირება, შფოთვა, თავის ტკივილი, ზოგ შემთხვევაში ძილიანობა, დაღლილობა, თავბრუსხვევა, კონცენტრაციის დარღვევა, მხედველობის დაბინდვა, იშვიათად ექსტრაპირამიდული დარღვევები (კანკალი, კუნთების რიგიდობა, ნერწვის გაძლიერებული გამოყოფა, შენელებული მოძრაობები, მოუსვენრობა, კუნთოვანი ტონუსის მწვავე დარღვევები). შიზოფრენიით დაავადებულ პაციენტებში შესაძლებელია სისხლის მოცულობის მომატება (წყლის გაძლიერებული მიღება, ანტიდიურეზული ჰორმონის არაადექვატური სეკრეცია), მოგვიანებითი დისკინეზია (ენის და სახის კუნთების უნებლიე რითმული მოძრაობები), ავთვისებიანი ნეიროლეფსიური სინდრომი (მაღალი ტემპერატურა, კუნთების რიგიდობა, ვეგეტატიური ფუნქციების არასტაბილურობა, ცნობიერების დარღვევა, ფერმენტ კრეატინფოსფოკინაზის დოზის მომატება), თერმორეგულაციის დარღვევა და კრუნჩხვები. საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრიდან: ყაბზობა, გულისრევა, მუცლის ტკივილი, ღვიძლის ფერმენტების აქტივობის მომატება, პირის სიმშრალე, ნერწყვის გამოყოფის მომატება ან შემცირება, მადის დაქვეითება ან მომატება, წონის მომატება ან შემცირება. გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრიდან: არტერიული წნევის დაქვეითება (მათ შორის მდგომარეობის შეცვლისას), ტაქიკარდია, არტერიული წნევის მომატება. აღწერილია ინსულტის განვითარება რისპაქსოლის მკურნალობის ფონზე (ხანდაზმულ პაციენტებში შესაბამისი განწყობით). სისხლმბადი სისტემის მხრიდან: შასაძლებელია სისხლის სურათის უმნიშვნელო ცვლილება (ნეიტროპენია, თრომბოციტოპენია). ენდოკრინული სისტემის მხრიდან: ზოგ შემთხვევაში ხანგრძლივი მიღების დროს მამაკაცებში გინეკომასტია, ქალებში გალაქტორეა, მენსტრუალური ციკლის დარღვევები, ერთეულ შემთხვევაში ჰიპერგლიკემია და შაქრიანი დიაბეტის მიმდინარეობის გაუარესება. შარდ-სასქესო სისტემის მხრიდან: სასქესო ფუნქციის დარღვევა, შარდის შეუკავლობა. ალერგიული რეაქციები: რინიტი, კანის გამონაყარი, ანგიონევროზული შეშუპება. დერმატოლოგიური რეაქციები: კანის სიმშრალე, კანის ჰიპერპიგმენტაცია, ქავილი, სებორეა, კანის სენსიბილიზაცია სინათლის მიმართ. სხვა: ართრალგია. ზემოჩამოთვლილი ან სხვა სიმპტომების გამოვლენისას და პროგრესირებისას დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს!

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები