იცით რიფამპიცინს რა უკუჩვენებები აქვს?

რიფამპიცინის უკუჩვენებებია: რიფამპიცინი უკუნაჩვენებია ძუძუს ასაკის ბავშვებისათვის, ორსულობისა და ლაქტაციის დროს, თირკმელების დაავადებების დროს გამოყოფითი ფუნქციის დაქვეითებით, ღვიძლის დაავადებებისას (ჰეპატიტი, სიყვითლე) და ჰიპერმგრძნობელობისას პრეპარატის მიმართ. ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან. რიფამპიცინი ამცირებს არაპირდაპირი ანტიკოაგულანტების, პერორალური ჰიპოგლიკემიური პრეპარატების, თეოფილინის, კონტრაცეპტივების, გლიკოზიდური პრეპარატების, ვერაპამილის, ფენიტოინის, ხინიდინის, გლუკოკორტიკოსტეროიდების, ქლორამფენიკოლის, სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატების აქტივობას ღვიძლის მიკროსომული ინდუქციისა და სისხლში პრეპარატის კონცენტრაციის შემცირების შედეგად.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები