იცით როზუვინს რა უკუჩვენებები აქვს?

როზუვინის უკუჩვენებებია: სიფრთხილის ზომები: – თუ გაქვთ ალერგია როზუვინის, ან მასში შემავალი ნივთიერებების მიმართ; – თუ ხართ ორსულად ან ლაქტაციის პერიოდში; – თუ დაორსულდით როზუვინის მიღების დროს, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ მისი მიღება და მიმართეთ ექიმს. როზუვინის მიღებისას დაიცავით თავი ორსულობისგან სათანადო კონტრაცეფციის გამოყენებით; – ღვიძლის დაავადებებისას; – თირკმლის მწვავე დაავადებებისას; – თუ იღებთ ციკლოსპორინს (მაგ. ორგანოს ტრანსპლანტაციის შემდეგ). ზემოთჩამოთვლილთაგან რომელიმეს არსებობისას კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.. ასევე, არ მიიღოთ როზუვინი 40 მგ (მაქსიმალური დოზა): – თირკმლის ზომიერი სიმძიმის დაავადებებისას (ეჭვის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს); – ფარისებრი ჯირკვლის არასათანადო ფუქნციონირებისას; – კუნთების განმეორებითი ან აუხსნელი წარმოშობის ტკივილის დროს, კუნთების გენეტიკური პრობლემების დროს, ან ანამნეზში არსებული კუნთების პრობლემებისას, ქოლესტერინის დამწევი სხვა საშუალებების მიღების დროს; – დიდი რაოდენობით ალკოჰოლის რეგულარულად მიღებისას; – თუ ხართ აზიური წარმოშობის (იაპონელი, ჩინელი, ფილიპინელი, ვიეტნამელი, კორეელი და ინდოელი); – თუ იღებთ ფიბრატებს ქოლესტერინის დონის დასაწევად; – თუ ხართ 18 წლამდე ასაკის. ზემოთჩამოთვლილთაგან რომელიმეს არსებობისას კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები