იცით როსუსტარს რა უკუჩვენებები აქვს?

როსუსტარის უკუჩვენებებია: – მომატებული მგრძნობელობა როზუვასტატინის ან პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ; – ღვიძლის დაავადებები აქტიურ ფაზაში, სისხლის შრატში ტრანსამინაზების დონის უცნობი ეტიოლოგიის მუდმივი მატების ჩათვლით და შრატისმიერი ტრანსამინაზების ნებისმიერი მატება, რომელიც სამჯერ აღემატება ნორმის ზედა ზღვარს; – თირკმლის მძიმე უკმარისობა (კრეატინინის კლირენსი < 30 მლ/წთ); – მიოპათია; – ციკლოსპორინის მიღება; – ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი. პრეპარატი ასევე წინააღმდეგნაჩვენებია რეპროდუქციული ასაკის ქალებისათვის, რომლებიც არ იყენებენ კონტრაცეპციის სანდო მეთოდებს. 40 მგ დოზა წინააღმდეგნაჩვენებია პაციენტებში მიოპათიის/რაბდომიოლიზის განვითარების წინასწარგანწყობის განმაპირობებელი ფაქტორებით. ასეთ ფაქტორებს მიეკუთვნება: – თირკმლის საშუალო ხარისხის უკმარისობა (კრეატინინის კლირენსი < 60 მლ/წთ); – ჰიპოთირეოზი; – პაციენტის ან ოჯახურ ანამნეზში კუნთოვანი დარღვევები; – ანამნეზში ჰმგ-კოА-რედუქტაქზას სხვა ინჰიბიტორის ან ფიბრატის მიღებისას მუსკულატურაზე ტოქსიკური ზემოქმედება; – ალკოჰოლზე დამოკიდებულება; – სიტუაციები, როდესაც შესაძლებელია როზუვასტატინის პლაზმური კონცენტრაციების მომატება; – მონღოლოიდური რასა; – ფიბრატებთან ერთად გამოყენება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები