იცით როტაზარს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

როტაზარის გვერდითი მოვლენებია: არტერიული ჰიპერტენზია ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: ხშირად – თავბრუსხვევა. გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ხანდახან – ტაქიკარდია, კანის საფარის ჰიპერემია.  სასუნთქი სისტემის მხრივ: ხანდახან – ხველება. საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: ხშირად – გულისრევა, ღებინება; ხანდახან – დიარეა, დისპეფსია, გულძმარვა.  სასქესო სისტემის მხრივ: ხანდახან სქესობრივი დისფუნქცია.  ორგანიზმის მხრივ ზოგადად: ხშირად – დაღლილობის შეგრძნება; ხანდახან – ტკივილი გულმკერდის არეში. ლაბორატორიული მაჩვენებლების მხრივ: ხშირად – კრეატინფოსფოკინაზას მომატება, რასაც არ ახლავს კლინიკური გამოვლინებები ძვალ-კუნთოვანი სისტემის მხრივ.  არტერიული ჰიპერტენზია და მე-2 ტიპის შაქრიანი დიაბეტი თირკმელების დაზიანებით არტერიული ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში მითითებული გვერდითი რეაქციების გარდა, ავადმყოფებში არტერიული ჰიპერტენზიით, მე-2 ტიპის შაქრიანი დიაბეტით მიკროალბუმინურიით თირკმელების ფუნქციის დარღვევების გარეშე ირბესარტანის მიღების დროს აღინიშნებოდა ორთოსტატური თავბრუსხვევა და ორთოსტატური ჰიპოტენზია ავადმყოფების 0,5%-ში (პლაცებოს მიღებისას ამ გვერდითი რეაქციების გაჩენის სიხშირესთან შედარებით).  ავადმყოფებში არტერიული ჰიპერტენზიით, მე-2 ტიპის შაქრიანი დიაბეტით გამოხატული პროტეინურიით და თირკმელების ქრონიკული უკმარისობით ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი რეაქციები აღინიშნებოდა >2% ავადმყოფებში (პლაცებოს მიღებისას ამ გვერდითი რეაქციების გაჩენის სიხშირესთან შედარებით).   ნერვული სისტემის მხრივ: ხშირად – ორთოსტატური თავბრუსხვევა. გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ხშირად – ორთოსტატური ჰიპოტენზია. ძვალ-კუნთოვანი სისტემის მხრივ: ხშირად – ტკივილი ძვლებსა და კუნთებში.   ლაბორატორიული მაჩვენებლების მხრივ: ჰიპოკალიემია ირბესარტანის მიღების დროს შაქრიანი დიაბეტის მქონე ავადმყოფების მიერ აღინიშნებოდა უფრო ხშირად, ვიდრე პლაცებოს მიღებისას. ავადმყოფებში შაქრიანი დიაბეტით მომატებული არტერიული წნევით და მიკროალბუმინურიით თირკმელების ნორმალური ფუნქციით ჰიპერკალიემია (³³5,5 მმოლი/ლ) ირბესარტანის მიღების დროს დოზით 300 მგ აღინიშნებოდა 29,4% ავადმყოფებში (ძალიან ხშირად), პლაცებოს ჯგუფში – 22% ავადმყოფებში. ავადმყოფებში შაქრიანი დიაბეტით მომატებული არტერიული წნევით, თირკმელების ქრონიკული უკმარისობით და გამოხატული პროტეინურიით ჰიპერკალიემია (³³5,5 მმოლი/ლ) ირბესარტანის მიღების დროს აღინიშნებოდა 46,3% ავადმყოფებში (ძალიან ხშირად), პლაცებოს ჯგუფში – 26,3% ავადმყოფებში. პაციენტებში მომატებული არტერიული წნევით და დიაბეტური ნეფროპათიით, რომლებიც იღებდნენ ირბესარტანს, 1,7% ავადმყოფებში აღინიშნებოდა ჰემოგლობინის კლინიკურად უმნიშვნელო შემცირება (ხშირად).

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები