იცით როტაზარს რა უკუჩვენებები აქვს?

როტაზარის უკუჩვენებებია: – მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ; – გალაქტოზას მემკვიდრეობითი აუტანლობა, ლაქტაზას უკმარისობა ან გლუკოზას და გალაქტოზას შეწოვის დარღვევები; – ორსულობა; – ლაქტაციის პერიოდი; – საბავშვო ასაკი და 18 წლამდე მოზარდები (ეფექტურობა და უსაფრთხოება დადგენილი არ არის).  სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პრეპარატი აორტული ან მიტრალური სარქველის სტენოზის, ჰიპერტოფული ობსტრუქციული კარდიომიოპათიის, დეჰიდრატაციის, ჰიპონატრიემიის, დიარეის, ღებინების, სუფრის მარილის მოხმარების შეზღუდვით დიეტის დაცვის, დიურეტიკებით თერაპიის, თირკმელების არტერიების ორმხრივი სტენოზის, ერთადერთი თირკმლის არტერიის ცალმხრივი სტენოზის, NYHA კლასიფიკაციით III-IV ფუნქციონალური კლასის ქრონიკული გულის უკმარისობის, გულის იშემიური დაავადების და/ან თავის ტვინის სისხლძარღვების ათეროსკლეროზული დაზიანების, ჰიპერკალიემიის, თირკმელების უკმარისობის, ჰემოდიალიზის, ბოლო დროს ჩატარებული თირკმელის ტრანსპლანტაციის (გამოყენების კლინიკური გამოცდილების არარსებობა), ღვიძლის მძიმე უკმარისობის (გამოყენების კლინიკური გამოცდილების არარსებობა) დროს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები