იცით როტალფენს რა უკუჩვენებები აქვს?

როტალფენის უკუჩვენებებია: – მომატებული მგრძნობელობა დექსკეტოპროფენის ან სხვა აასს-ების მიმართ ან პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ; – პაციენტები, რომელბშიც მსგავსი მოქმედების მექანიზმის მქონე საშუალებების ადრეულმა გამოყენებამ (აცეტილსალიცილის მჟავა და სხვა აასს) მოახდინა ბრონქული ასთმის, ბრონქოსპაზმის, მწვავე რინიტის, ჭინჭრის ციების ან ანგიონევროზული შეშუპების შეტევების პროვოცირება; – კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის აქტიური წყლულოვანი დაავადების ან  წყლულოვანი დაავადების გამეორებითი ეპიზოდების მქონე პაციენტები (ორი და მეტი ეპიზოდი); – სისხლდენა კუჭ-ნაწლავიდან (მათ შორის დაკავშირებული აასს-ების წინა მიღებასთან), სხვა აქტიური სისხლდენები; – კრონის დაავადება, არასპეციფიური წყლულოვანი კოლიტი; – ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევები (10-15 ქულა ჩაილდ-პიუს შკალის მიხედვით); – თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევები (კკ <50მლ/წთ); – ბრონქული ასთმა (მათ შორის ანამნეზში); – გულის მძიმე უკმარისობა; – ტკივილის სინდრომის მკურნალობა აორტო-კორონარული შუნტირებისას; – ჰემორაგიული დიათეზი ან კოაგულაციის სხვა დარღვევები; – ორსულობის მესამე ტრიმესტრი და ლაქტაციის პერიოდი; – ბავშვთა ასაკი; – უკუნაჩვენებია ეპიდურული, ტვინის გარსქვეშა ან გარსშიდა შეყვანა პრეპარატის შემადგენლობაში ეთანოლის შემცველობის გამო.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები