იცით სინკუმარს რა უკუჩვენებები აქვს?

სინკუმარის უკუჩვენებებია: ჰემორაგიული დიათეზები და სისხლის შედედების დაქვეითებით მიმდინარე სხვა დაავადებები, თირკმლების უკმარისობა, ღვიძლის ფუნქციის გამოხატული დარღვევა, არტერიული ჰიპერტონია, ავთვისებიანი სიმსივნეები, დიაბეტური რეტინოპათია, ფიზიკური გადაღლა, ჰიპოპროთრომბინემია (70%-ზე ნაკლები), K და C ჰიპოვიტამინოზი, სისხლდენა ღია ჭრილობებიდან, წყლულოვანი დაავადება, წყლულოვანი კოლიტი, ჰემორაგიული ინსულტი, (პირველი 2 თვე), ორსულობა, ლაქტაცია, მოსალოდნელი აბორტი, მშობიარობის შემდგომი ეკლამფსია და პრეეკლამფსია, გახანგრძლივებული ენდოკარდიტი, პერიკარდიტი, აორტის განმშრევებელი ანევრიზმა, პოსტოპერაციულ პერიოდში ოფტალმოლოგიაში, ნევროლოგიაში და სტომატოლოგიაში, ლუმბალური პუნქციის, ორგანოთა ბიოფსიისა და აორტის პუნქციის შემდეგ 4 დღის მანძილზე.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები