იცით ტაქსოტერს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ტაქსოტერის გვერდითი მოვლენებია:  ტაქსოტერის ყველაზე გავრცელებულ გვერდით მოვლენას წარმოადგენს შექცევადი ნეიტროპენია.ნეიტროფილების რაოდენობა მცირდება მინიმალურ რაოდენობამდე 7 დღის შემდეგ, გამოხატული ნეიტროპენიის საშუალო ხანგრძლივობა (ნაკლები, ვიდრე 500 კუბმმ-ში) ასევე შეადგენს 7 დღეს. გამოვლენილია თრომბოციტოპენის და ანემიის შემთხვევები. მაღალი მგრძნობელობის რეაქცია: ჩვეულებრივ ვლინდება ტაქსოტერის გადასხმის დაწყებიდან რამდენიმე წუთში და ვლინდება მსუბუქად, ან ზომიერად გამოხატული რეაქციებით (წამოხურება გამონაყარი, ქავილი, მკერდის არეში შებოჭვის შეგრძნება, ტკივილი ზურგის არეში, ქოშინი, წამლისმიერი ცხელება ან შემცივნება), მძიმე რეაქციის დროს გამოხატული არტერიული ჰიპოტონიით და/ან ბრონქოსპაზმით, ან გენერალიზებული გამონაყარით: ერითემა, რომელიც ქრება ინფუზიის შეწყვეტის და ადექვატური მკურნალობის შემდეგ. კანისა და კანის დანამატების მხრივ: ალოპეცია, მსუბუქი ან ზომიერად გამოხატული კანის რეაქციები. ნაკლებად აღინიშნება გამოხატული გამონაყარი ან კიდურების (ხელის გული, ტერფი) შემოსაზღვრული ერითემა შეშუპებით და შემდგომი აქერცვლით, რომელიც მოითხოვს დოცეტაქსელით მკურნალობის შეჩერებას ან შეწყვეტას. ფრჩხილების მძიმე ხასიათის დაზიანება (ონიქოლიზისი) გვხვდება იშვიათად. აგრეთვე ძალიან იშვიათად გვხდება ბულოზური გამონაყარის შემთხვევები (ლაიელისა და სტივენს-ჯონსონის სინდრომი). სითხის შეკავება: აღწერილია პერიფერიული შეშუპებისა და იშვიათად პლევრული და პერიკარდიული გამონაჟონის შემთხვევები, ასციტი, ცრემლდენა კონიუნქტივიტთან ერთად (ან მის გარეშე) და სხეულის მასის გადიდება. პერიფერიული შეშუპებები ვლინდება ძირითადად ქვედა კიდურებზე, ხოლო შემდგომში შეიძლება გახდეს გენერალიზებული, რომლის შემდეგაც სხეულის წონა შესაძლოა გაიზარდოს 3 კგ-ით ან მეტით. სითხის შეკავების სიხშირემ და გამოხატულებამ შეიძლება მოიმატოს პრეპარატის ხელმეორედ შეყვანისას; ტაქსოტერის საშუალო ჯამური დოზები, რომლის დროსაც აღწერილი სითხის შეკავება შეადგენდა:პრემედიკაციის ჩატარების შემთხვევაში 818.9 მგ/კვ.მ., ხოლო პრემედიკაციის ჩატარების გარეშე 487.7 მგ/კვ.მ. ზოგიერთ შემთხვევაში იგი ვლინდებოდა თერაპიის პირველი კურსის ჩატარებისას. სითხის შეკავებას არ ახლდა მწვავე ოლიგურია და არტერიული ჰიპოტონია. იშვიათ შემთხვევაში სითხის შეკავებას ერთვოდა დეჰიდრატაცია და ფილტვების შეშუპება. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: გულისრევა, ღებინება, დიარეა, ანორექსია, ყაბზობა, სტომატიტი, გემოვნების დარღვევა, ეზოფაგიტი, ტკივილი კუჭის არეში, იშვიათად კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენა. პერიფერიული ნერვული სისტემის მხრივ: პერიფერიული ნეიროპათია მსუბუქი ან ზომიერი პარესთეზიით გამოვლენილი, დიზესთეზია ან ტკივილი, წვის ჩათვლით, მოძრაობის დარღვევები გამოხატული სისუსტით. ზემოთ ჩამოთვლილი ცვლილებების შექცევადობა აღინიშნებოდა  35.3% ავადმყოფებში, რომელთაც ჩაუტარდათ ტაქსოტერით მკურნალობა დოზით 100 მგ/კვ.მ. აღნიშნული დარღვევები დამოუკიდებლად ქრებოდა 3 თვის განმავლობაში. გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: გულის რითმის დარღვევა, გულის უკმარისობა, არტერიული წნევის მომატება ან დაქვეითება. ძალიან იშვიათად აღინიშნებოდა ვენური თრომბოემბოლია და მიოკარდიუმის ინფარქტი. ღვიძლის და ბილიარული სისტემის მხრივ: იმ პაციენტებში, რომელთაც უტარდებოდათ მონოთერაპია ტაქსოტერით დოზით 100 მგ/კვ.მ, შრატის მიერი ალტ, ასტ, ბილირუბინის და ტუტე ფოსფატაზის დონის სისხლის შრატში მომატება ნორმის ზედა ზღვართან შედარებით 2.5-ზე მეტად. აღინიშნება 5%-ზე ნაკლებ შემთხვევაში. იმ პაციენტებში, რომელთაც უტარდებოდათ მონოთერაპია ტაქსოტერით, დოზით 75 მგ/კვ.მ აღინიშნა მხოლოდ შრატისმიერი ბილირუბინის დონის მომატება 2%-ზე ნაკლებ შემთხვევაში. იმ პაციენტებში, რომელთაც უტარდებოდათ კომბინირებული თერაპია ტაქსოტერით დოზით 75 მგ/კვ.მ, შრატისმიერი ალტ, ასტ მომატება აღინიშნა 1%-ზე ნაკლები, ხოლო ბილირუბინის და ტუტე ფოსფატაზის – 2.5%-ზე ნაკლებ შემთხვევაში. სხვა რეაქციები: რეაქციები შეყვანის ადგილას გამოვლინდა ზომიერად და გამოიხატა შემდეგი სახით: ჰიპერპიგმენტაციები, ანთებები, შეწითლებები ან კანის სიმშრალე, ფლებიტები, სისხლჩაქცევები, ან ვენის შეშუპება. ძალიან იშვიათად ვითარდებოდა რესპირატორული დისტრეს სინდრომი და ინტერსტიციული პნევმონია, ასევე აღინიშნა ასთენია, ართრალგია და მიალგია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები