იცით ტენორეტიკს რა უკუჩვენებები აქვს?

ტენორეტიკის უკუჩვენებებია:: ტენორეტიკი არ უნდა დაენიშნოს პაციენტებს შემდეგი შემთხვევებში: * ცნობილია მომატებული მგრძნობელობა მისი ნებისმიერი კომპონენტის მიმართ; * ბრადიკარდია; * კარდიოგენური შოკი; ჰიპოტონია. * მეტაბოლური აციდოზი: * სერიოზული პერიფერიული ცირკულარული არტერიული დარღვევები; * გულის II ან III ხარისხის ბლოკადა; * სინუსური კვანძის სისუსტის სინდრომი; * ფეოქრომოციტომა, რომლის მკურნალობა არ ჩატარებულა; * არაკონტროლირებადი გულის უკმარისობა.  გაფრთხილება განპირობებულია ტენორეტიკის შემადგენლობაში შემავალი ბეტა-ბლოკატორით (ატენოლოლი): არაკონტროლირებადი გულის უკმარისობის დროს (იხ. თავი „უკუჩვენებებია:“), მაგრამ შესაძლებელია გამოყენებულ იქნას იმ ავადმყოფებში, რომელთა გულის უკმარისობის ნიშნები კონტროლზეა აყვანილი. აუცილებელია სიფრთხილე ავადმყოფებთან გულის შემცირებული რეზერვით. პრინცმეტალის სტენოკარდია კორონარული არტერიის ვაზოკონსტრიქციის შედეგად, რაც განპირობებულია ალფა-რეცეპტორების გააქტიურებით ბეტარეცეპტორების ბლოკადის ფონზე. ტენორმინი არის ბეტა-1 სელექტური ბეტაბლოკატორი, ამგვარად, შესაძლოა განვიხილოთ მისი გამოყენების შესაძლებლობა, მაგრამ საჭიროა სიფრთხილე; მიუხედავად იმისა, რომ უკუნაჩვენებია სერიოზული პერიფერიული ცირკულარული არტერიული დარღვევების დროს (იხ. თავი “უკუჩვენებებია:”), მას ასევე შეუძლია ნაკლებად მძიმე პერიფერიული ცირკულარული არტერიული დარღვევების გამწავება; გატარების დროს უარყოფითი გავლენის შედეგად, პირველი ხარისხის ბლოკადის მქონე ავადმყოფებისთვის დანიშვნის დროს საჭიროა სიფრთხილე; პრეპარატს შეუძლია ტაქიკარდიის სახის შეცვლა ჰიპოგლიკემიის დროს; აგრეთვე თირეოტოქსიკოზის მოვლენების შენიღბვა; თავისი ფარმაკოლოგიური მოქმედების შედეგად ამცირებს გულის შეკუმშვის სიხშირეს. იშვიათ შემთხვევებში, თუ ავადმყოფს გაუჩნდება გულის შეკუმშვის დაბალი სიხშირით განპირობებული სიმპტომები, შესაძლებელია დოზის შემცირება; დაუშვებელია გულის იშემიური დაავადების მქონე ავადმყოფებისთვის ტენორეტიკის ერთბაშად შეწყვეტა;შესაძლოა ის გახდეს შედარებით უფრო მძიმე რეაქციის მიზეზი მთელ რიგ ალერგენებზე მისი იმ ავადმყოფებისთვის დანიშვნის დროს, რომლებსაც აქვთ ამ ალერგენებზე ანაფილაქტიური რეაქცია ანამნეზში. ამ პაციენტებს არ შეუძლიათ რეაქციის მოხდენა ადრენალინის ჩვეულებრივ დოზებზე, რომელიც გამოიყენება ალერგიული რეაქციების საკმურნალოდ; შეუძლია ასთმით დაავადებულთა საჰაერო გზების წინააღმდეგობის გაძლიერება.  ატენოლოლი არის სელექტური ბეტა-1-ბლოკატორი, ამიტომ ტენორეტიკისგამოყენება შესაძლებელია, მაგრამ აუცილებელია სიფრთხილე. საჰაერო გზებისწინააღმდეგობის გაძლიერების შემთხვევაში ტენორეტიკის მიღების შეწყვეტა და,საჭიროების შემთხვევაში, უნდა დაინიშნოს თერაპია ბრონქოდილატატორით (მაგალითად, სალბუტამოლომი); ტენორეტიკის შემადგენლობაში შემავალი ქლორტალიდონის მოქმედებით განპირობებული: შესაძლოა წარმოიქმნას ჰიპოკალიემია. მიზანშეწონილია კალიუმის დონის განსაზღვრა, განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში, იმ პაციენტებში,რომლებიც იღებენ ფუტკარას პრეპარატს გულის უკმარისობის სამკურნალოდ, პაციენტებში დასაბალანსირებელი დიეტით (საკვები კალიუმის დაბალი შემცველობით) ან პაციენტებს, რომლებსაც აწუხებთ საჭმლის მომნელებელი სისტემა. იმ პაციენტებს, რომლებიც იღებენ ფუტკარას პრეპარატებს, ჰიპოკალემიამ შესაძლოა გამოიწვიოს არითმია; გამოიჩინეთ სიფრთხილე სერიოზული თირკმელების უკმარისობით დაავადებულ პაციენტებთან (იხ. თავი “დოზა და გამოყენების წესი”); შესაძლოა დაირღვას ტოლერანტობა გლუკოზის მიმართ. გამოიჩინეთ სიფრთხილე იმ შემთხვევაში, თუ ქლორტალიდონი გამოიყენებაავადმყოფებისთვის შაქრიანი დიაბეტის მიმართ ცნობილი მიდრეკილებით; შესაძლოა წარმოიქმნას ჰიპერურიკემია. საერთოდ, ადგილი აქვს შრატში მხოლოდ შარდმჟავა უმნიშვნელო მატება, მაგრამ ხანგრძლივი მომატების დროს ორგანიზმიდან შარდმჟავა გამოყოფისთვის.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები