იცით ტერფენადინი შტადას რა უკუჩვენებები აქვს?

ტერფენადინი შტადას უკუჩვენებებია:: * დაუშვებელებია პრეპარატის გამოყენება ტერფენადინის ან სხვა შემადგენელი ინგრედიენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობისას. * ღვიძლის ფუნქციის მნიშვნელოვანი ხარისხით დარღვევისას ტერფენადინის ინაქტივაცია შეიძლება საგრძნობლად იქნას შენელებული. განსაკუთრებით იმ პრეპარატებთან კომბინაციის დროს, რომლებიც იწვევენ ღვიძლის ფერმენტების ინჰიბირებას. * ტერფენადინმა შეიძლება გამოიწვიოს გულის კუნთში აღგზნების გატარების შეფერხება (QT-ინტერვალის გახანგრძლივება), გულის რითმის სიცოცხლისათვის საშიში დარღვევით. დაუშვებელია ტერფენადინის გამოყენება შემდეგ შემთხვევებში: – ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევისას, მაგალითად, სიყვითლე, ჰეპატიტი ან ღვიძლის ციროზი; – კომბინირებული დანიშვნა (აგრეთვე, გარეგანი გამოყენებისას) სოკოს ან ანტიმიკრობულ გარკვეულ პრეპარატებთან, მაგალითად მიკონაზოლი, კეტოკონაზოლი, ინტრაკონაზოლი ან ერითრომიცინი, კლარითრომიცინი, ჟოზამიცინი ან ტროლეანდომიცინი; – მიბეფრადილის დიჰიდროქლორიდით (გულსისხლძარღვთა დაავადების საწინააღმდეგო საშუალება) კომბინირებული მკურნალობის დროს; – იმ მედიკამენტებით მკურნალობის დროს, რომლებიც ღვიძლში ტერფენადინის დაშლას აფერხებენ; – მკურნალობის დროს არ შეიძლება გრეიპფრუტის წვენის მიღება; – აგრეთვე დაუშვებელია პრეპარატის მიღება გულის კუნთში აღგზნების გატარების ცნობილი თანდაყოლილი დარღვევის დროს (QT-ინტერვალის გახანგრძლივება ელექტროკარდიოგრამაზე, გულის ფუნქციის იშვიათი დარღვევა, რასაც შეუძლია გულის არითმიის გამოწვევა). იგივე ეხება იმ შემთხვევებს, როდესაც შესაძლებელია QT-ინტერვალის გახანგრძლივება, მაგალითად: – პაციენტისათვის შემაწუხებელი ბრადიკარდია; – გულის რითმის დარღვევები ანამნეზში; – გულის ყველა სხვა დაავადება, რომელიც ტკივილს იწვევს; – კომბინირებული გამოყენება გულის რითმის დარღვევის საწინააღმდეგო საშუალებებთან ერთად (I და III ჯგუფის ანტიარითმიული პრეპარატები); – ურთდროული მკურნალობა სხვა საშუალებებთან, რომლებიც QT-ინტერვალს ახანგრძლივებენ; – ელექტროლიტური დარღვევა, განსაკუთრებით, კალიუმისა და მაგნიუმის დაბალი დონე პლაზმაში; – თანმხლები დაავადებები (მაგალითად, კვების დარღვვევა, ხშირი ღებინება ან დიარეა) ან ისეთი მედიკამენტებით მკურნალობა, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ ელექტროლიტური ცვლის დარღვევა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები