იცით ტეტანუსის საწინააღმდეგო შრატს რა უკუჩვენებები აქვს?

ტეტანუსის საწინააღმდეგო შრატის უკუჩვენებებია:: * პრეპარატის შეყვანის შემდეგ შეიძლება განვითარდეს სხვადასხვა ალერგიული რეაქციები: მაშინვე, ან რამდენიმე საათის შემდეგ. ადრეული – მე-2-6 დღეს შეყვანიდან და მოგვიანებით – შეყვანიდან მეორე კვირას და უფრო გვიან. აღნიშნული რეაქციები ვლინდება შრატის მიერი დააავადების სიმპტომოკომპლექსით (სხეულის ტემპერატურის მომატება, ქავილი, გამონაყარი კანზე, ტკივილი სახსრებში და სხვა), იშვიათ შემთხვევაში ანაფილაქსური შოკით. შოკის განვითარების საშიშროების გამო აცრილი პაციენტი უნდა იმყოფებოდეს ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ 1 საათის განმავლობაში. აცრების ჩატარების ადგილი უზრუნველყოფილი უნდა იყოს შოკის საწინააღმდეგო თერაპიის საშუალებებით. * ტეტანუსის საწინააღმდეგო შრატით აცრილი პირები უნდა იყვნენ გაფრთხილებულნი, რომ უნდა მიმართონ სამედიცინო დაწესებულებას შრატისმიერი დაავადების სიმპტომების გაჩენის შემთხვევაში. * ტეტანუსის საწინააღმდეგო შრატის შეყვანისას აღინიშნება როგორც ზოგადი რეაქციები, რომელიც გამოიხატება შეუძლოდ ყოფნაში და სხეულის ტემპერატურის მომატებაში, ასევე ადგილობრივი რეაქციები – სიწითლე, შეშუპება, მტკივნეულობა, რომელიც გაივლის 24-48 საათის შემდეგ. იშვიათ შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს შოკი. * ტეტანუსის საწინააღმდეგო შრატის სამკურნალოდ გამოყენებას წინააღმდეგჩვენება არ აქვს. *  წინააღმდეგჩვენება სპეციფიკური საშუალებების გამოსაყენებლად ტეტანუსის სასწრაფო პროფილაქტიკისათვის: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ ანამნეზში.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები