იცით ტრიტაცე 10 მგ-ის რა უკუჩვენებები აქვს?

ტრიტაცეს უკუჩვენებებია: – მომატებული მგძნობელობა აქტიური ნივთიერება რამიპრილის, სხვა აგფ-ინჰიბიტორებისა თუ ტრიტაცე® ტაბლეტების ნებისმიერი შემადგენელი ნივთიერების მიმართ; – მიდრეკილება ქსოვილოვანი შეშუპებისადმი (ანგიონევროზული შეშუპება, რასაც იწვევს ადრე ჩატარებული მკურნალობა აგფ-ინჰიბიტორებით); – თირკმლის არტერიების შევიწროება (ორივე მხარეს ან ცალ მხარეს – ერთი თირკმლის არსებობის შემთხვევაში); – ახლახანს გადანერგილი თირკმელი;  – გულის მარცხენა პარკუჭის სარქველების მნიშვნელოვანი შევიწროება (ჰემოდინამიურად შესაბამისი აორტის ან მიტრალური სარქველის სტენოზი) ან მარცხენა პარკუჭიდან სისხლის გამოდენის სხვა სახით დარღვევა (დარღვეული ჰიპერტროფიული კარდიომიოპათია); – სისხლში საწყისი ალდოსტერონის მზარდი კონცენტრაციები; – ორსულობა (ორსულობა უნდა გამოირიცხოს მკურნალობის დაწყებამდე და მკურნალობის მანძილზე); – ლაქტაციის პერიოდი;  – მუდმივი, გამოხატული, დაბალი არტერიული წნევა (ჰიპოტენზია; 90 mmHG-ზე ნაკლები სისტოლური წნევა); – არტერიული წნევის მკვეთრი დაცემა მწოლიარე მდგომარეობიდან წამოჯდომის დროს (პოსტურალური დარღვევა); – გულის მწვავე უკმარისობა (NYHA IV); – გულ-მკერდის არეში მოულოდნელი ეპიზოდური ტკივილი (არასტაბილური სტენოკარდია); – სიცოცხლისათვის საშიში გულის რითმის დარღვევები (პარკუჭოვანი ექსტრასისტოლია); – ფილტვისმიერი გული (core pulmonale). ვინაიდან პრეპარატით მკურნალობასთან დაკავშირებით არასაკმარისი გამოცდილებაა, მათი მიღება შემდეგ შემთხვევებში დაუშვებელია: – თირკმლის დაავადებები, რომელთა მკურნალობაც ხორცილედება იმ პრეპარატებით, რომლებიც ამცირებს სხეულის თავდაცვის უნარს (კორტიკოსტეროიდები, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები, იმუნომოდულატორები და/ან ციტოტოქსიკური ნივთიერებები); – დიალიზის შემდეგ; – ღვიძლის პირველადი დაავადება ან ღვიძლის მწვავე დისფუნქცია; – გულის მძიმე უკმარისობა ისეთი სიმპტომების თანხლებით, როგორიცაა სითხის დაგროვება ქსოვილსა და/ან სხეულის ღრუში (დეკომპენსირებული გულის უკმარისობა); – ბავშვთა ასაკი.  ტრიტაცეს ან სხვა აგფ-ინჰიბიტორების ერთდროულმა მიღებამ და სისხლის ფილტრაციის გარკვეულმა პროცედურებმა, რომლის დროსაც სისხლი ეხება უარყოფითად დამუხტულ ზედაპირებს (მაგ. “AN 69 მემბრანა” დიალიზში ან დექსტრანის სულფატი დაბალი სიხშირის ლიპოპროტეინების აფერეზისში), შესაძლებელია გამოიწვიოს ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები და სიცოცხლისათვის სახიფათო შოკიც კი. შესაბამისად, გადაუდებელი დიალიზის ან ჰემოფილტრაციის ან დაბალი სიხშირის ლიპოპროტეინების აფერეზისის აუცილებლობის შემთხვევაში, წინასწარ უნდა შეწყდეს მკურნალობის კურსი და შეიცვალოს სხვა პრეპარატით (არა აგფ-ინჰიბიტორით) ან გამოყენებული უნდა იქნას დიალიზის განსხვავებული მემბრანა. მწერების შხამთან (მაგ: ფუტკრის ან ბზიკის შხამთან) მიმართებაში მგრძნობელობის დაქვეითების (დესენსიბილიზაციის) აუცილებლობის შემთხვევაში, აგფ-ინჰიბიტორი დროებით უნდა შეიცვალოს სხვა ჯგუფის შესაბამისი პრეპარატით. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება განვითარდეს სიცოცხლისათვის სახიფათო ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები (როგორიცაა სისხლის წნევის დაცემა, სუნთქვის გაძნელება, ღებინება, კანის ალერგიული რეაქციები). აღნიშნულმა რეაქციებმა, შესაძლებელია აგრეთვე, თავი იჩინონ მწერის (მაგ. ფუტკრების ან ბზიკების) კბენის შემდეგ.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები