იცით უნიკლოფენი 0,1%-ის რა უკუჩვენებები აქვს?

უნიკლოფენი 0,1%-ის უკუჩვენებებია: უნიკლოფენი არ მიიღება: • თუ ხართ ალერგიული (გაქვთ მომატებული მგრძნობელობა) დიკლოფენაკ ნატრიუმის ან უნიკლოფენი – ის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ; • თუ აცეტილსალიცის მჟავა თქვენში იწვევს ასთმას, ჭინჭრის ციებას (ურტიკარია) ან ცხვირის სისველეს (მწვავე რინიტი). • ორსულობის ბოლო სამი თვე. • პრეპარატის დანიშვნა არ შეიძლება 2 წლამდე ასაკის ბავშვებში.  უნიკლოფენი სიფრთხილით ინიშნება თუ:  • თუ თქვენ იმყოფებით ორსულობის პირველ და მეორე ტრიმესტრში ან ლაქტაციის პერიოდში (პრეპარატი შეიძლება დაინიშნოს, მაგრამ მხოლოდ განსაკუთრებულად სერიოზული მიზეზების გამო). • პაციენტებში კუჭისა და წვრილი ნაწლავის წყლულოვანი დაავადებებით. • პაციენტებში, რომლებიც მიდრეკილნი არიან სისხლდენებისკენ (სისხლდენის რისკი იზრდება ოპერაციის დროს). • პაციენტებში, რომლებიც იღებენ სისხლის შედედების საწინააღმდეგო საშუალებებს (სისხლდენის რისკი იზრდება ოპერაციის დროს)

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები