იცით ფარმორუბიცინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ფარმორუბიცინის გვერდითი მოვლენებია: სისხლმბადი ორგანოების მხრივ: ლეიკოპენია (ჩვეულებრივ გარდამავალია, რომელიც ყველაზე დაბალ მაჩვენებელს აღწევს 10-14 დღეებს შორის. ლეიკოციტების ნორმალური დონე აღდგენა 21-ე დღეს). თრომბოციტოპენია, ანემია. გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: იშვიათად – გულზე ტოქსიკური ზემოქმედება, არტერიული ჰიპერტენზია. საჭმლის მომნელებელი ტრაქტის და ღვიძლის მხრივ: მუკოზიტი, სტომატიტი, გულისრევა, ღებინება, დიარეა, ღვიძლის ტრანსამინაზების აქტივობის მომატება. ადგილობრივი რეაქციები: ექსტრავაზაციის დროს შესაძლებელია ირგლივ მდებარე ქსოვილების ნეკროზი. სხვადასხვა: ალოპეცია, ჰიპერთერმია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები