იცით ფაქტივს რა უკუჩვენებები აქვს?

ფაქტივის უკუჩვენებებია::  – არ გამოიყენოთ ფაქტივი, თუ ანამნეზურად აღგენიშნებათ ჰიპერმგრძნობელობა გემიფლოქსაცინის, ფტორქინოლონების ჯგუფის სხვა ანტიბიოტიკების და პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ; – ზოგიერთ პაციენტში გემიფლოქსაცინმა შეიძლება გამოიწვიოს გულის რითმის სხვადასხვა ხარისხის დარღვევები, რაც შეიძლება აისახოს ელექტროკარდიოგრამაზე (ეკგ). არ გამოიყენოთ ფაქტივი, თუ გაქვთ გულის რითმის სხვადასხვა დარღვევა (პალპიტაციის ჩათვლით); – თუ იყენებთ ანტიარითმულ პრეპარატებს (როგორიცაა ქინიდინი, პროკაინამიდი, ამიოდარონი, სოტალოლი), არ გამოიყენოთ ფაქტივი; – თუ გაქვთ myasthenia gravis (ნერვ-კუნთოვანი სისტემის დაავადება, რომელიც ვლინდება ჩონჩხის კუნთების სისუსტითა და ადვილად დაღლით), არ გამოიყენოთ ფაქტივი. ფაქტივის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს თქვენი დაავადების გამწვავება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები