იცით ფევარინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ფევარინის გვერდითი მოვლენებია: ფევარინის გამოყენებასთან დაკავშირებული ყველაზე ხშირი გვერდითი სიმპტომია გულისრევა, ზოგჯერ ღებინებით. ეს გვერდითი ეფექტი, როგორც წესი, მკურნალობის პირველ ორ კვირაში ქრება. კლინიკური გამოცდის დროს გამოვლენილი ზოგიერთი გვერდითი ეფექტი უკავშირდებოდა არა ფევარინით მკურნალობას, არამედ დეპრესიის სიმპტომებს. ხშირად (სიხშირე 1-10%): ზოგადი: ასთენია, თავის ტკივილი, შეუძლოდ ყოფნა. გულ – სისხლძარღვთა სისტემის მხრიდან: გულისცემა, ტაქიკარდია. კუჭ – ნაჭლავის ტრაქტის მხრიდან: მუცლის ტკივილი, ანორექსია, ყაბზობა, დიარეა, პირის სიმშრალე, დისპეფსია. ნერვული სისტემის მხრიდან: ნევროზულობა, შფოთვა, აჟიტირება, თავბრუსხვევა, უძილობა ან ძილიანობა, ტრემორი. კანის მხრიდან: ოფლიანობა. შედარებით იშვიათად (სიხშირე < 1%): გულ – სისხლძარღვთა სისტემის მხრიდან: პოსტურალური ჰიპოტენზია. ძვალ – კუნთოვანი სისტემის მხრიდან: ართრალგია, მიალგია. ნერვული სისტემის მხრიდან: ატაქსია, ცნობიერების დაბინდვა, ექსტრაპირამიდული დარღვევები, ჰალუცინაციები. სქესობრივი სისტემის მხრიდან: შენელებული ეაკულაცია. კანის მხრიდან: ჰიპერმგრძნობელობის რეაქცია – ქავილი, გამონაყარი, ანგიონევროზული შეშუპება. იშვიათად (სიხშირე <0. 1%): კუჭ – ნაწლავის ტრაქტის მხრიდან: ღვიძლის ფუნქციის დარღვევა (ღვიძლის ტრანსამინაზების დონის მომატება). ნერვული სისტემის მხრიდან: კრუნჩხვა, მანიაკალური სინდრომი. სქესობრივი სისტემის მხრიდან: გალაქტორეა. კანის მხრიდან: ფოტოსენსიბილიზაცია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები