იცით ფიდატოს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ფიდატო გვერდითი მოვლენებია: ისევე როგორც სხვა ცეფალოსპორინების გამოყენებისას, ფიდატოს შემთხვევაშიც შესაძლებელია გვერდითი მოვლენების განვითარება. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: თხიერი განავალი, ფაღარათი, ღებინება, სტომატიტი, გლოსიტი, ერთეულ შემთხვევებში ნაღვლის ბუშტში ნალექის წარმოქმნა. ჰემატოლოგიური ცვლილებები: ეოზინოფილია, ლეიკოპენია, გრანულოციტოპენია, ანემია, თრომბოციტოპენია. კანის რეაქციები: გამონაყარი ალერგიული დერმატიტი, ქავილი, ურტიკარია და შეშუპება. სხვა იშვიათი მოვლენები: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ღვიძლის ტრანსამინაზების აქტივობის მომატება, ოლიგურია, სისხლის შრატში კრეატინინის რაოდენობის გაზრდა, გენიტალურ არეში მიკოზები, ტემპერატურის მომატება, ციებ-ცხელება, ანაფილაქსიური და ანაფილაქტოიდური რეაქციები. ანაფილაქსიური შოკი უაღრესად იშვიათია და საჭიროებს გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას, ადრენალინის ინტრავენურ ინექციას, შემდეგ კი გლუკოკორტიკოიდების შეყვანას. იშვიათ შემთხვევაში ადგილი აქვს ფსევდომემბრანულ კოლიტს და სისხლის შედედების დარღვევას. აღწერილია ჰემოლიზური ანემიის ცალკეული შემთხვევები ცეფალოსპორინების გამოყენების ფონზე. ადგილობრივი რეაქციები: ინტრავენური შეყვანის დროს აღწერილია ფლებიტის ცალკეული შემთხვევები. მსგავსი გართულებების თავიდან აცილება შესაძლებელია პრეპარატის ნელი შეყვანით (2-4 წუთის განმავლობაში). კუნთებში ინექცია ლიდოკაინის გამოყენების გარეშე მტკივნეულია. გამოყენების ინსტრუქციების დაცვის შემთხვევაში გვერდითი მოვლენების ალბათობა მინიმალურია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები