იცით ფლუანქსოლს რა უკუჩვენებები აქვს?

ფლუანქსოლის უკუჩვენებებია: ჰიპერმგრძნობელობა თიოქსანტენური სტრუქტურის ნეიროლეფსიურების მიმართ. ცნს-ის დათრგუნვა ან ნებისმიერი წარმოშობის კომატოზური მდგომარეობები (მათ შორის თუ ისინი გამოწვეულია ალკოჰოლით, ოპიატებით ან სხვა სამკურნალო საშუალებებით). სისხლის პათოლოგიური ცვლილებები, ძვლის ტვინის სისხლწარმოქმნის დათრგუნვა, სისხლძარღვოვანი კოლაფსი, ფეოქრომოციტომა. ორსულობა, ლაქტაცია, ასევე ბავშვებში. არ უნდა დაენიშნოს მცირე დოზები (3 მგ-მდე) პაციენტებს ფსიქომოტორულ აგზნებულ მდგომარეობაში, რადგანაც ფლუანქსოლის გამააქტივებელმა მოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს სიმპტომატიკის გამწვავება. სიფრთხილის ზომები. კრუნჩხვითი მოშლილობები, სისხლძარღვების დაავადებები (არტერიული წნევის ტრანზიტორული დაწევის საშიშროება), გლაუკომა, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, ალკოჰოლიზმი (შესაძლებელია გააძლიეროს ცნს-ის დათრგუნვა); სუნთქვის დარღვევა, რომელიც დაკავშირებულია მწვავე ინფექციურ დაავადებებთან, ასთმასთან ან ფილტვების ემფიზემასთან; პარკინსონის დაავადება, ღვიძლის უკმარისობა, შარდის შეკავება, წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერპლაზია კლინიკური გამოვლენით (შარდის შეკავების საშიშროება).

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები