იცით ფლუკონა-დენკს რა უკუჩვენებები აქვს?

ფლუკონა-დენკის უკუჩვენებებია: თუ პაციენტი არის ალერგიული (ჰიპერმგრძნობიარე) ფლუკონაზოლის ან აზოლის წარმოებულის ან ფლუკონა-დენკი 100-ის სხვა ნებისმიერი ინგრედიენტის მიმართ. – – სამედიცინო პროდუქტები, რომლებიც ახანგრძლივებენ QT ინტერვალს და ასევე განიცდიან მეტაბოლიზმს CYP3A4-ს მეშვეობით, როგორიცაა ცისაპრიდი, ასტემიზოლი, ტერფენადინი, პიმოზიდი და ქინიდინი (იხილეთ ასევე ნაწილი “ფლუკონა-დენკ 100-ის განსაკუთრებული სიფრთხილით გამოიყენება” და “ფლუკონა-დენკ 100-ის ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან “). ფლუკონა-დენკ 100-ის განსაკუთრებული სიფრთხილით გამოიყენება: – თუ პაციენტს აქვს ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევა, მაშინ ფლუკონა-დენკ 100 მიიღება მხოლოდ შესაბამისი სიფრთხილის ზომების დაცვით. რჩევისთვის უნდა მიერმართოს მკურნალ ექიმს. – თუ ლორწოვანი გარსის სოკოვანი ინფექციის დროს განვითარდება გამონაყარი, მაშინ ფლუკონა-დენკ 100-ით მკურნალობა უნდა შეწყდეს. თუ პაციენტი ერთდროულად იღებს 400 მგ/დღეში ნაკლებ ფლუკონაზოლს და ტერფენადინს, ასეთ შემთხვევაში პაციენტი უნდა იმყოფებოდეს ექიმის დაკვირვების ქვეშ. 400მგ ან უფრო მეტი ფლუკონაზოლის და ტერფენადინის კომბინირებული მიღება უკუნაჩვენებია (იხილეთ ნაწილი “ფლუკონა-დენკ 100-ის ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან”). – ფლუკონაზოლი მიიღება სიფრთხილით თუ პაციენტი ერთდროულად მკურნალობს პრეპარატებით, რომლებიც მოქმედებენ გულის რითმზე და თუ პაციენტი მიდრეკილია გულის რითმის დარღვევისაკენ. – კომბინირებული გამოყენება აქტიურ ნივთიერება – ჰალოფანტრინთან ერთად არ არის რეკომენდებული. – თუ პაციენტის თირკმლის ფუნქცია ძალიან შემცირებულია, მაშინ დოზაც უნდა შემცირდეს შესაბამისად (იხილეთ ასევე ნაწილი 3). – თუ პაციენტი ერთდროულად იღებს პრეპარატებს, რომლებიც განიცდიან მეტაბოლიზმს CYP2C9 და CYP3A4 ფერმენტული სისტემების საშუალებით, ასეთ შემთხვევაში იგი უნდა იმყოფებოდეს ექიმის დაკვირვების ქვეშ (იხილეთ განყოფილება “ფლუკონა-დენკ 100-ის ურთერთქმედება სხვა პრეპარატებთან”). – ფლუკონა-დენკ 100 არ ინიშნება ბავშვებში, რომელთაც აღენიშნებათ თავის თქმიანი ნაწილის სოკო (ტინეა ცაპიტის). – ხანგრძლივი მკურნალობის შემთხვევაში ფერტილობის ასაკში მყოფმა ქალებმა უნდა მიიღონ შესაბამისი კონტრაცეპტიული ზომები (იხილეთ განყოფილება “ორსულობა და ლაქტაცია”). ბავშვები დაუშვებელია კაფსულების დანიშვნა ბავშვებში, რომლებსაც ჯერ არ შეუძლიათ შიგნით მისაღები პრეპარატების გადაყლაპვა. უფრო მეტიც, მგ/კგ-ში დანიშნული საჭირო დოზა (იხილეთ ნაწილი “დოზირება ბავშვებში“) ხშირად არ მიიღება კაფსულის სახით. ხანდაზმულები ხანდაზმულ პაციენტებში, რომელთაც არ აღენიშნებათ თირკმლის შეზღუდული ფუნქცია, ინიშნება ჩვეულებრივ რეკომენდებული დოზა. თუ კრეატინის კლირენსი არის < 50მლ/წთ, მაშინ დოზა უნდა დარეგულირდეს იმ გაიდლაინების შესაბამისად, რაც არსებობს თირკმლის დარღვეული ფუნქციის მქონე პაციენტებისთვის.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები