იცით ფორსეფს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ფორსეფის გვერდითი მოვლენებია: სისტემური გვერდითი ეფექტები: ჩივილები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ (ავადმყოფთა დაახლოებით 2%-ს): თხიერი განავალი ან დიარეა, გულისრევა, ღებინება, სტომატიტი და გლოსიტი. ცვლილებები პერიფერიული სისხლის სურათის მხრივ (ავადმყოფთა დაახლოებით 2%-ს): ეოზინოფილია, ლეიკოპენია, გრანულოციტოპენია, ჰემოლიზური ანემია, თრომბოციტოპენია. აღწერილია აგრანულოციტოზის ერთეული შემთხვევები (1 მკლ-ში 500 უჯრედზე ნაკლები) მათ შორის უმეტესი ნაწილი წარმოიქმნება მკურნალობიდან 10 დღის შემდეგ და პრეპარატის კუმულაციურ დოზებში 20 მგ და მეტი რაოდენობით მიღების დროს. კანის მხრივ რეაქციები (ავადმყოფთა დაახლოებით 1%-ს): გამონაყარი, ალერგიული დერმატიტი, ურტიკარია, შეშუპება. მძიმე შემთხვევებში ვითარდება მულტიფორმული ერითემა, სტივენ-ჯონსის სინდრომი, ლაიელის სინდრომი ან ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი. იშვიათად ვითარდება თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ღვიძლის ფერმენტების აქტივობის მომატება, შესაბამისი სიმპტომატიკის მქონე ცეფტრიაქსონის კალციუმის მარილების პრეციპიტაცია ნაღვლის ბუშტში, ოლიგურია, სისხლის შრატში კრეატინინის რაოდენობის გაზრდა, გენიტალიების არეში – მიკოზები, ტემპერატურის მომატება შემცივნება, ანაფილაქსია ან ანაფილაქსიური რეაქციები. იშვიათად ადგილი აქვს ფსევდმომებრანული კოლიტის განვითარებას და სისხლის შედედების დარღვევას, აგრეთვე თირკმელებში კონკრემენტის წარმოქმნას, ძირითადად 3 წლის ასაკის ზემოთ ბავშვებში, რომლებიც იღებენ პრეპარატს დიდი სადღეღამისო დოზით (80 მგ/კგ დღე-ღამეში) ან კუმულაციური დოზებით 10 მგ და მეტი, აგრეთვე სხვა დამატებითი რისკ-ფაქტორების დროს (სითხის მიღების შეზღუდვა, წოლითი რეჟიმი და სხვა). თირკმელებში კონკრემენტის წარმოქმნის პროცესი მიმდინარეობს უსიმპტომოდ ან ზოგჯერ კლინიკურად ვლინდება თირკმელების უკმარისობით. აღნიშნული პროცესი შექცევადია მკურნალობის შეწყვეტის შემთხვევაში. აღნიშნული გვერდითი ეფექტები ძირითადად გაივლის სპონტანურად ან პრეპარატით მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები