იცით ფოსმიცინ-S-ს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ფოსმიცინ-S-ის გვერდითი მოვლენებია: იშვიათი გვერდითი მოვლენები: ღვიძლისმიერი: ≥0.1%-0.5%: AST, ALT, ტუტე ფოსფატაზა, yGT და ბილირუბინის დონის მომატება, <0.1% სიყვითლე. ჰემატოლოგიური: <0.1% ანემია, გრანულოციტოპენია, ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია, ეოზინოფილია. თირკმლისმიერი: <0.1%, თირკმლის დისფუნქცია. შეშუპება, სისხლში შარდოვანას დონის მომატება, პროტეინურია, ელექტროლიტების დონის მატება. კუჭ-ნაწლავის მხრივ: ≥ 0.1%-0.5%: დიარეა; <0.1% სტომატიტი, გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი, ანორექსია. დერმატოლოგიური: ≥0.1%-0.5%: ეგზანთემა; <0.1% ერითემა, ჭინჭრის ციება, ქავილი. სასუნთქი სისტემის მხრივ: <0.1% ხველა, ასთმის შეტევა. ფსიქონევროლოგიური: <0.1% დაბუჟება, თავბრუსხვევა, კრუნჩხვები. ინექციის ადგილას: ≥0.1%-0.5%: ანგიალგია; <0.1% ფლებიტი. სხვა გვერდითი მოვლენები: <0.1% თავის ტკივილი, წყურვილი, ცხელება, ლეთარგია, გულმკერდის არეში დისკომფორტის ან ზეწოლის შეგრძნება, ტაქიკარდია. ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტები: 1. შოკი: ავადმყოფები საჭიროებენ დაკვირვებას, ვინაიდან შეიძლება გამოვლინდეს შოკის სიმპტომები (სიხშირე: <0.1%). თუ გამოვლინდა შოკის რომელიმე სიმპტომი, კონკრეტულად სუნთქვის უკმარისობა,წნევის დაქვეითება, ციანოზი, ჭინჭრის ციება და დისკომფორტი, უნდა შეწყდეს პრეპარატის მიღება და გატარდეს შესამისი ზომები. 2. ფსევდომემბრანული კოლიტი (სიხშირე: <0.1%). ავადმყოფები საჭიროებენ დაკვირვებას, მუცლის ტკივილის და ხშირი დიარეის განვითარებისთანავე უნდა შეწყდეს პრეპარატის მიღება და გატარდეს შესაბამისი ზომები. 3. პანციტოპენია და აგრანულოციტოზი (სიხშირე: <0.1%). ავადმყოფები საჭიროებენ დაკვირვებას. არასასურველი მოვლენების განვითარების შემთხვევაში უნდა შეწყდეს პრეპარატის მიღება და გატარდეს შესაბამისი ზომები. ასეთი სახის გვერდითი ეფექტების გამოვლენისთანავე უნდა შეწყდეს პრეპარატის შეყვანა და გატარდეს შესაბამისი ზომები.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები