იცით ფოტილი ფორტეს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ფოტილი ფორტეს გვერდითი მოვლენებია: თვალის მხრივ: –           მხედველობის დაბინდვა; –           თვალის გაღიზიანება; –           თვალში წვის და ტკივილის ხანმოკლე შეგრძნება; –           ცრემლდენის გაძლიერება; –           „მშრალი თვალის “ სინდრომი; –           ქუთუთოების დერმატიტი; –           კონიუნქტივის ჰიპერემია; –           ცილიარული კუნთის სპაზმი და ინდუცირებული ახლომხედველობა; –           მხედველობის სიმახვილის შემცირება არასაკმარისი განათების ფონზე  (მიოზის შედეგად); –           რქოვანას მგრძნობელობის შემცირება; –           წერტილოვანი კერატიტი; –           ალერგიული ბლეფაროკონიუნქტივიტი. ბადურას ჩამოცლის რამოდენიმე შემთხვევა, ფერადი გარსის რიგიდობა ან კისტის ფორმირება თვალის ფერად გარსში, აღინიშნებოდა მიოტური საშუალებების გამოყენებასთან დაკავშირებით. პილოკარპინის ხანგრძლივი გამოყენების დროს აღინიშნებოდა ბროლის შექცევადი შემღვრევა. სისტემური: გულისრევა, დიარეა, ოფლიანობა, ჭარბი სალივაცია და არტერიული წნევის დაქვეითება, გულის უკმარისობა, ბრონქული ასთმის გამწვავება, ბრადიკარდია, არითმია, გამონაყარი კანზე, საფეთქლის და სუპრაორბიტალური თავის ტკივილები. თიმოლოლი აღწევს ჰემატოენცეფალურ ბარიერში და ახდენს ზემოქმედებას ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე. გულის უკმარისობის მქონე ყველა პაციენტში, მან შეიძლება გამოიწვიოს ასთენიური სინდრომი, გულისრევა, თავბრუსხვევა, შფოთვა, ჰალუცინაციები, თავის ტკივილი და დეპრესია. ძალზე იშვიათად – ცხვირის დაცობა, დიპლოპია და ფტოზი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები