იცით ფრანგულაქსს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ფრანგულაქსის გვერდითი მოვლენებია: შესაძლოა აღინიშნოს მომატებული მგრძნობელობის რეაქციები. ხეჭრელის ქერქმა და კაპენსის ალოემ შესაძლოა გამოიწვიოს მუცლის სპასტიური ტკივილი, თხევადი განავალი, განსაკუთრებით პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ ნაწლავის გაღიზიანების სინდრომი. თუმცა, ეს სიმპტომები შესაძლოა განვითარდეს ჭარბი დოზით მიღების შემთხვევაშიც. ასეთ დროს აუცილებელია მისაღები დოზის შემცირება. პრეპარატის ხანგრძლივმა გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს წყლისა და ელექტროლიტური ბალანსის დარღვევა, აგრეთვე შარდში ცილის და სისხლის გამოვლენა. პრეპარატის მიღების დროს, შესაძლოა გამოვლინდეს შარდის შეფერილობის ცვლილება – ყვითელი ან მოყავისფრო-მოწითალო შეფერილობის შარდი (შარდის პH-ის შესაბამისად), მაგრამ ამ სიმპტომს არ გააჩნია არსებითი კლინიკური მნიშვნელობა. გარდა ზემოაღნიშნული გვერდითი მოქმედებებისა, სხვა ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები