იცით ფტორაფურს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ფტორაფურის გვერდითი მოვლენებია: შეიძლება გაჩნდეს გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი, თავბრუსხვევა, ფაღარათი; იშვიათად – კუჭ-ნაწლავური სისხლდენები, კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, სტომატიტი, ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციის დარღვევები, ზოგჯერ მწვავე პანკრეატიტი, სისხლმბადი ფუნქციის დათრგუნვა, გულის მოქმედების დარღვევები, ალერგიული რეაქციები (გამონაყარი, ქავილი, შეწითლება).  მძიმე გვერდითი ეფექტები შეინიშნება იშვიათად. შესაძლებელია სისხლმბადი ფუნქციის მძიმე დარღვევები (ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია, ანემია), ღვიძლის დაზიანებები (მწვავე ჰეპატიტი), ორგანიზმის გაუწყლოება, ნაწლავის მძიმე ანთება, ლეიკოენცეფალიტის სიმპტომები, ინტერსტიციული პნევმონია, ყნოსვის დაკარგვა, მოსვენების სტენოკარდია.  მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული, რომ მედიკამენტი თრგუნავს პაციენტის რეპროდუქტიულ ფუნქციას.  ამ გვერდითი ეფექტების ან სხვა ზემოთ აღუნიშნავი სიმპტომების გაჩენისას კონსულტირება გაიარეთ ექიმთან წამლის შემდგომ გამოყენებაზე.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები