იცით ფტოროკორტს რა უკუჩვენებები აქვს?

ფტოროკორტის უკუჩვენებებია: ორსულობის პირველი ტრიმესტრი  მომატებული მგრძნობელობა მოქმედი ნივთიერების, ან პრეპარატის ნებისმიერი დამხმარე ნივთიერებისადმი. საჭიროა თავი აარიდოთ პრეპარატის კონტაქტს თვალებთან, ან პერიორბიტალურ არესთან. პრეპარატი არ უნდა გამოიყეოთ კანის ბაქტერიული ან სოკოვანი ინფექციებისას თანმხლები შესაბამისი ანტიბაქტერიული თერაპიის გარეშე. პრეპარატი წინააღმდეგნაჩვენებია კანის ტუბერკულოზური და მწვავე ვირუსული დაზიანებისას (მარტივი ჰერპესი, შემომსარტყვლელი ჰერპესი, ჩუტყვავილა). პრეპარატი წინააღმდეგნაჩვენებია პარაზიტებით გამოწვეული (მაგ. მუნი) კანის ინფექციებისას. პრეპარატი არ უნდა გამოიყენოთ ფეხებზე წყლულების სამკურნალოდ, როზაცეას, ან სახის აკნეს დროს, პერიორალური დერმატიტის, ან საფენების დერმატიტის, კანის მშრალი აქერცვლისას, ვაქცინაზე რეაქციისას, სიფილისის (კანის დაზიანება), გავრცელებული ბალთისებრი ფსორიაზის, ვაქცინაციის შემდეგ 2-8 კვირის განმავლობაში, ასევე წინააღმდეგნაჩვენებია ძუძუზე წასმა უშუალოდ კვების წინ.  პრეპარატი არ უნდა დაინიშნოს 1 წლამდე ასაკის ბავშვებში.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები