იცით ფუნგოლონს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ფუნგოლონის გვერდითი მოვლენებია: კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ტკივილები მუცლის არეში დიარეა, გულისრევა, პირღებინება. იშვიათად გამონაყარი კანზე და თავის ტკივილი. მკურნალობის პროცესში შესაძლებელია ღვიძლის ენზიმების მაჩვენებლების გარდამავალი მომატება. იშვიათად აღინიშნება მეტად ძლიერი რეაქციები ღვიძლის მხრივ. ფუნგოლონი სიფრთხილით ინიშნება ჰეპატოტოქსიკურ პრეპარატებთან როგორიცაა რიფამპიცინი, ფენიტოინი, იზონიაზიდი, ვალპროის მჟავა, ან პერორალური სულფანილშარდოვანას წარმოებული ანტიდიაბეტურ საშუალებებთან ერთად. ცნს-ის მხრივ: – იშვიათად აღინიშნება კრუნჩხვები. სისხლის მხრივ: ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია. იშვიათად – ანაფილაქსია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები