იცით ქლოფაზოლინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ქლოფაზოლინის გვერდითი მოვლენებია: შესაძლო გვერდითი მოვლენები როგორც სხვა სამკურნკო საშუალებებმა, ქლოფაზოლინმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი არ გამოვლინდება ყველა ადამიანში. პრეპარტ ქლოფაზოლინით მკურნალობისას შესაძლოა გამოვლინდეს შემდეგი გვერდითი მოვლენები, რომლებიც აღწერილია სიხშირის მიხედვით: ძალიან ხშირი (გვხვდება უფრო ხშირად, ვიდრე 1 პაციენტში 10-დან): თავბრუსხვევა, აპათია, სისხლის წნევის დაქვეითება ადგომისას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა, ცუდად გახდომა, ან გულის შეტევა; პირის სიმშრალე.  ხშირი (გვხვდება უფრო იშვიათად, ვიდრე 1 პაციენტში 10-დან): დეპრესია, ძილის დარღვევა, თავის ტკივილი, ნერვული აგზნებადობა, გულისრევა, ღებინება, ტკივილები, შესიება სანერწყვე ჯირკვლების ახლოს, შეკრულობა, იმპოტენცია (მამაკაებში), დაღლილობა, მოხსნის სინდრომი (ნერვულ-ვეგეტატიური დარღვევები – მომატებული აგზნებადობა, უძილობა, თავის ტკივილი, გულისრევა, არტერიული წნევის მომატება).  არახშირი (გვხვდება უფრო იშვიათად, ვიდრე 1 პაციენტში 100-დან): აღქმის დარღვევა, ჰალუცინაციები, კოშმარები, კანზე ჭიანჭველების შეგრძნება, გულის რითმის შენელება, ქავილი, გამონაყარი, ჭინჭრის ციება, სისუსტე.  იშვიათი (გვხვდება უფრო იშვიათად, ვიდრე 1 პაციენტში 1000-დან): გინეკომასტია (მამაკაცებში სარძევე ჯირკვლების გადიდება), გამტარებლობის დარღვევა, ცრემლის სეკრეციის შემცირებ, ცხვირის ლორწოვანი გარსის სიმშრალე, მუცელში კოლიკისმაგვარი ტკივილები ნაწლავის შესაძლო დახშობით, რომელსაც თან ახლავს ღებინება და შეკრულობა, თმების ცვენა, სისხლში შაქრის დონის მომატება, სითხის შეკავება.  უცნობი სიხშირით: გონების არევა, ლიბიდოს დაქვეითება, მხედველობის დარღვევები, გულის რითმის დარღვევები და შენელება, რეინოს სინდრომი.  თუ რომელიმე გვერდითი მოვლენა ხდება სერიოზული, ან შენისნეთ სხვა გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის მითითებული მოცემულ დანართ ფურცელში, გთხოვთ შეატყობინოთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები