იცით ქსელოდას რა უკუჩვენებები აქვს?

ქსელოდას უკუჩვენებებია: ზემგრძნობელობა კაპეციტაბინისა, ან პრეპარატის ნებისმიერი სხვა შემადგენელი კომპონენტის მიმართ. ზემგრძნობელობა ფტორურაცილის მიმართ, ან ანამნეზში ფტორპირიმიდინის წარმოებულების გამოყენებით წარმოებული მკურნალობის დროს რეგისტრიარსებობისას. დიჰიდროპირიმიდინ-დეჰიდროგენაზას (დპდ), ისევე როგორც სხვა ფტორპირიმიდინების,  დადასტურებული დეფიციტის არსებობა. სორივუდიისა ან მისი ბრივუდინის მსგავსი სტრუქტურული ანალოგების ერთდროული გამოყენება. ღვიძლის მძიმე ხარისხით გამოხატული უკმარისობა, ლეიკოპენია. თირკმლის მძიმე ხარისხით გამოხატული უკმარისობა (როდესაც კრეატინინის კლირენსი ნაკლებია 30 მლ/წთ-ზე). ნეიტროფილების <1.5 x 109/ლ და თრომბოციტების <100 x 109/ლ საწყისი რაოდენობრივი მაჩვენებლების არსებობა. კომბინირებული თერაპიის შემადგენელი ერთ-ერთი პრეპარატის მიმართ წინააღმდეგჩვენების შემთხვევაში არშეიძლება მისი გამოყენება. ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი. ბავშვთა ასაკი (გამოყენების ეფექტურობა და უსაფრთხოება დადგენილი არ არის).

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები