იცით ქსენიკალს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ქსენიკალის გვერდითი მოვლენებია: ქსენიკალის გვერდითი მოვლენები, ძირითადად, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ ვლინდება და საკვებად მიღებული ცხიმების შეწოვის საწინააღმდეგო ფარმაკოლოგიურ მოქმედებასთან არის დაკავშირებული. ხშირი გვერითი მოვლენებია: მცირე ცხიმოვანი გამონადენი უკანა ტანიდან, აირების დაგროვება-გამოყოფა, იმპერატიული მოთხოვნილება კუჭის მოქმედებაზე, განავალი ცხიმოვანი/ზეთოვანი მინარევებით, ზეთოვანი კონსისტენციის განავალი, დეფეკაციის გახშირება და კუჭში გასვლის შეუკავებლობა. ამ მოვლენების სიხშირე მით მეტია, რაც უფრო მაღალია ცხიმის შემცველობა საკვებში. პაციენტები ინფორმირებულნი უნდა იყვნენ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ გვერდითი ეფექტების გამოვლენის შესაძლებლობის და ყველაზე მისაღები გზით მათი მოგვარების შესახებ, როგორიცაა დიეტის გამკაცრება, კერძოდ, მასში ცხიმის პროცენტული შემცირება. ნაკლებცხიმიანი საკვების მიღება ამცირებს კუჭ-ნაწლავის მხრივ გვერდითი მოვლენების განვითარების შესაძლებლობას, რამაც შეიძლება დახმარება გაუწიოს პაციენტებს ცხიმის მიღების კონტროლსა და რეგულაციაში. ეს გვერდითი რეაქციები, ძირითადად, მსუბუქად არის გამოხატული და გარდამავალი ხასიათისაა. მათი გამოვლენა მკურნალობის ადრეულ ეტაპზე (პირველი 3 თვის განმავლობაში) ხდებოდა და პაციენტების უმრავლესობისთვის მხოლოდ ერთი ეპიზოდით შემოიფარგლებოდა. პაციენტების ქსენიკალით მკურნალობასთან დაკავშირებული კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ გამოხატული ხშირი გვერდითი მოვლენები იყო: მუცლის ტკივილი/დისკომფორტი, კბილების დაზიანება, ღრძილების დაზიანება. დაფიქსირდა, აგრეთვე, ისეთი გვერდითი მოვლენები, როგორიცაა: ზედა სასუნთქი გზების ინფექცია, ქვედა სასუნთქი გზების ინფექცია, გრიპი, თავის ტკივილი, დისმენორეა, შფოთვა, დაღლილობა, საშარდე სისტემის ინფექცია. ქსენიკალით მკურნალობის განსაკუთრებული გვერდითი მოვლენები აღწერილ იქნა მე-2 ტიპის შაქრიანი დიაბეტის მქონე მსუქან პაციენტებში, ჰიპოგლიკემიის (ძალიან ხშირად) და მუცლის შებერილობის (ხშირად) სახით. მე-2 ტიპის დიაბეტიან პაციენტებში, ქსენიკალით გამოწვეულ წონაში დაკლებას ნივთიერებათა ცვლის რეგულაციის გაუმჯობესება ახლავს თან, რამაც ჰიპოგლიკემიური მედიკამენტების დოზის შემცირების შესაძლებლობა ან საჭიროება შეიძლება გამოიწვოს (იხ. სექცია 2.4.1, გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები). 4 წლიან კლინიკურ კვლევაში, გვერდითი მოვლენების ძირითადი პროფილი, 1 და 2 წლიანი კვლევების დროს დაფიქსირებულის მსგავსი იყო, პირველ წელს აღწერილი, კუჭ-ნაწლავთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენების საერთო სიხშირის ყოველ მომდევნო წელს შემცირებით, 4 წლის განმავლობაში.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები