იცით ცედექსს რა უკუჩვენებები აქვს?

ცედექსის უკუჩვენებებია: ცეფალოსპორინებისა და პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა. პრეპარატი უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ ჰიპერმგრძნობელობის  მძიმე ან მწვავე (ანაფილაქსია) რეაქციები პენიცილინის ჯგუფის ან სხვა ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკების მიმართ.  3 თვემდე ასაკის ბავშვებში ცეფტიბუტენის გამოყენების გამოცდილება არასაკმარისია მისი ამ ასაკობრივ ჯგუფში უსაფრთხო გამოყენებისთვის.  ჭარბი დოზირება ცედექსის დოზის შემთხვევითი გადაჭარბებისას მისი ტოქსიურობის ნიშნები არ დაფიქსირებულა. მოზრდილ მოხალისეებში, რომლებიც იღებდნენ ერჯერადად ცედექსის 2გ-ს, სერიოზული არასასურველი ეფექტები არ გამოვლინდა და ყველა კლინიკური და ლაბორატორიული მაჩვენებელი ნორმის ფარგლებს ინარჩუნებდა. მკურნალობა. ცეფტიბუტენის ანტიდოტი არ არსებობს, ამიტომ დოზის გადაჭარბების შემთხვევაში შესაძლებელია კუჭის ამორეცხვა. ჰემოდიალიზის საშუალებით შესაძლებელია ცედექსის მნიშვნელოვანი დოზის სისხლიდან ელიმინირება. პერიტონეალური დიალიზის ეფექტურობა დადგენილი არ არის.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები