იცით ცელებრექსს რა უკუჩვენებები აქვს?

ცელებრექსის უკუჩვენებებია: – პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ ცელეკოქსიბის ან პრეპარატის ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობა. – სულფანილამიდებისადმი მომატებული მგრზნობელობა პაციენტებში. – პაციენტებში, რომლებშიც აღინიშნებოდა ბრონქული ასთმის, ჭინჭრის ციების შეტევები ან ალერგიული რეაქციები აცეტილსალიცილის მჟავისა და სხვა არასტეროიდული ანთებისსაწინააღმდეგო პრეპარატების მიღების შემდეგ, ციკლოოქსიგენაზა-2-ის (ცოგ-2) სხვა სპეციფიური ინჰიბიტორების ჩათვლით. – ოპერაციის შემდგომი ტკივილის მკურნალობა იმ პაციენტებში, რომლებმაც გადაიტანეს კორონარული შუნტირება. (იხ. განყოფილება სპეციალური გაფრთხილებები); – თირკმლებისა და ღვიძლის მძიმე უკმარისობა (არ არის გამოყენების გამოცდილება). – 18 წლამდე ასაკი (არ არის გამოყენების გამოცდილება); ორსულობა და ლაქტაცია (იხ. განყოფილება გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის დროს) სიფრთხილით: კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები (წყლული, სისხლდენა), ვარფარინთან ან სხვა ანტიკოაგულანტებთან ერთად გამოყენება, სითხის შეკავება და შეშუპებები, ღვიძლის ფუნქციის საშუალოDსიმძიმის დარღვევა, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები. (NYHA II-IV) აუცილებელია სიფრთხილის დაცვა CYP2C9 ინჰიბიტორებთან ერთდროული მიღებისას.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები