იცით ცერუკალს რა უკუჩვენებები აქვს?

ცერუკალის უკუჩვენებებია: მეთოკლოპრამიდი უკუნაჩვენებია შემდეგ შემთხვევებში: – მოცემული სამკურნალო საშუალების მიმართ დადასტურებული მომატებული მგრძნობელობისას; – სიმსივნეების დროს, რომლებიც წარმოშობილია თირკმლეზედა ჯირკვლის ტვინის ნივთიერებისაგან (ფეოქრომოციტომა); – ნაწლავის სანათურის მექანიკური დაცობის დროს; – ნაწლავების პერფორაციისა და კუჭ-ნაწლავური სისხლდენების დროს; – პროლაქტინოდამოკიდებული სიმსივნეების დროს; – ეპილეფსიით დაავადებულებში ან მომატებული კრუნჩხვითი მზაობის მქონე პაციენტებში (ექსტრაპირამიდული მოძრაობითი დარღვევები); – ორსულობის პირველ სამ თვეში და ლაქტაციის პერიოდში; – ახალშობილებში და 2 წლამდე ასაკის ბავშვებში; 3-14 წლის ბავშვებში, აგრეთვე ქალებში ორსულობის მე-2 და მე-3 ტრიმესტრებში, მეთოკლოპრამიდი ინიშნება მხოლოდ მკაცრი სასიცოცხლო ჩვენებებისას. თირკმლების ფუნქციის დაქვეითების მქონე პაციენტებში პრეპარატი ინიშნება შემცირებული დოზებით.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები