იცით ცეფტრიქსს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ცეფტრიქსის გვერდითი მოვლენებია: ძირითადად ცეფტრიაქსონი კარგი ამტანობით ხასიათდება. ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლოა აღინიშნოს შემდეგი გვერდითი მოვლენები: ადგილობრივი რეაქციები – ტკივილი და შეშუპება ინექციის ადგილას, იშვიათ შემთხვევებსი ვენაში შეყვანისას – ფლებიტი; ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები – გამონაყარი კანზე, იშვიათ შემთხვევებში – ტემპერატურის მომატება, ქავილი, კანკალი; სისხლის მხრივ – ეოზინოფილია, იშვიათ შემთხვევებში – თრომბოციტოზი, ანემია, ლიმფოპენია, ნეიტროპენია, პროთრომბინული დროის გახანგრძლივება; კნტ-ის მხრივ – დიარეა, იშვიათ შემთხვევებში – ღებინება, გულისრევა; ღვიძლის მხრივ – ალტ და ასტ დონის მომატება, ზოგჯერ ტუტე ფოსფოტაზას და ბილირუბინის დონის მატება; თირკმელების მხრივ – ნარჩენი აზოტისა და კრეატინინის დონის მომატება, ცილიდრურია; სასქესო სისტემის მხრივ – კანდიდოზები, ვაგინიტი. ძალიან იშვიათ შემთხვევებში შესაძლებელია თავის ტკივილი, ლეიკოციტოზი, ლიმფოციტოზი, მონოციტოზი, ბაზოფილია, სიყვითლე, ნაღვლის გამოყოფის დარღვევა, გლუკოზურია, ჰემატურია, ბრონქოსპაზმი, შრატისმიერი დაავადება, მუცლის ტკივილი, კოლიტები, მეტეორიზმი, ტაქიკარდია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები