იცით ცინკოროტს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ცინკოროტის გვერდითი მოვლენებია: ისევე როგორც ყველა მედიკამენტს, ცინკოროტი® 25 ტაბლეტებსაც გააჩნიათ გვერდითი მოვლენები, რომლებიც შესაძლოა არ გამოვლინდეს ყოველ პაციენტში. გამოკვლევების შედეგად გვერდითი მოვლენები აღენიშნათ პაციენტებს შემდეგი სიხშირით: ჩასასმელია ცხრილი  შესაძლო გვერდითი მოვლენები: თუთიის ხანგრძლივმა გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს სპილენძის ნაკლებობა. ცინკოროტი® 25 ტაბლეტების მიღებისას შესაძლოა გამოვლინდეს ჩივილები კუჭ-ნაწლავის ტრაქტში, მაგ. მუცლის ტკივილი, ღებინება, გულისრევა, ფაღარათი და კუჭის გაღიზიანება. ეს ჩივილები აღინიშნება უმეტესად მკურნალობის დაწყების მომენტში და ხშირად პრეპარატის უზმოზე მიღებისას. მაღალი დოზირებისას შესაზლოა გამოვლინდეს დაღლილობა და თავის ტკივილები. დოზის გადაჭარბებისას ვლინდება მეტალის გემოს შეგრძნება ენაზე, თავის ტკივილები ან დაღლილობა. ეს სიმპტომები სწრაფად აილაგმება პრეპარატის მიღების შეწყვეტისთანავე. თუ აღნიშნული სიმპტომები არ გაქრა, მაშინ აცნობეთ ექიმს ამის შესახებ. აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ აღნიშნული გვერდითი მოვლენებდან რომელიმე გამოვლინდება უფრო მეტად ან თუ შენიშნავთ ისეთ გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის მითითებული ფურცელჩანართში.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები