იცით ციპრალექსს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ციპრალექსის გვერდითი მოვლენებია: გვერდითი მოვლენები, როგორც წესი, თავს იჩენენ მკურნალობის 1 ან 2 კვირის განმავლობაში, შემდეგ მათი ინტენსიურობა ნელ-ნელა კლებულობს და ისინი უფრო იშვიათად იჩენენ თავს ხანგრძლივი თერაპიისას. ფსიქიკის თვალსაზრისით: ლიბიდოს დაქვეითება, ანორგაემია (მანდილოსნებში). ნერვული სისტემის თვალსაზრისით: უძილობა და ძილიანობა, თავბრუსხვევა; იშვიათად შეინიშნება გემოს დარღვევა და ძილის დარღვევა. სასუნთქი სისტემის თვალსაზრისით: სინუსიტები, მთქნარიანობა. საჭმლის მონელების თვალსაზრისით: გულისრევა, დიარეა, ყაბზობა. კანის საფარის თვალსაზრისით: ოფლიანობის ზრდა. რეპროდუქციული თვალსაზრისით: იმპოტენცია, ეაკულაციის დარღვევა ორგანიზმის ზოგადი, საერთო მდგომარეობის თვალსაზრისით: სისუსტე, ჰიპერტონია მეტაბოლიკური დარღვევები და კვების დარღვევები: მადის დაქვეითება სიოზ-ის ჯგუფის პრეპარატების მიღებისას (ციპრალექსის ჩათვლით), ასევე შასაძლებელია: მეტაბოლიკური დარღვევები და კვების დარღვევა: ჰიპონატრიემია, ანტიდიურეტიკული ჰორმონის არასაკმარისი სეკრეცია. ფსიქიკის თვალსაზრისით: ჰალუცინაციები, მანია, შემეცნების არეულობა, აჟიტაცია, შფოთვა, დეპერსონალიზაცია, პანიკური შეტევები, გაზრდილი გაღიზიანებულობა. ნერვული სისტემის თვალსაზრისით: კრუნჩხვითი შეტევები, ტრემორი, მოძრაობის დარღვევა, სეროტონიული სინდრომი (იხ.განსაკუთრებული მითითებები). მხედველობის თვალსაზრისით: მხედველობის დარღვევა სისხლძარღვების თვალსაზრისით: ორტოსტატიკური ჰიპოტენზია. საჭმლის მონელების თვალსაზრისით: პირღებინება, სიმშრალე პირის ღრუში, ანორექსია. ღვიძლისა და ჰეპატობილიარული დარღვევები: ღვიძლის ფუნქციონირების ლაბორატული ჩვენებების ცვლილება. კანის თვალსაზრისით: კანზე გამონაყარი, ქავილი, ექხიმოზი, ანგეონევროტიკული შეშუპება, ოფლიანობა. ძვლისა და კუნთების სისტემის თვალსაზრისით: არტრალგია, მიალგია. რეპროდუქციული სისტემის თვალსაზრისით: გალაქტორეა, იმპოტენცია, ეაკულაციის დარღვევა, ანორგაემია. შარდმდენი სისტემის თვალსაზრისით: შარდის შეკავება ორგანიზმის მთლიანი მდგომარეობის თვალსაზრისით: უძილობა, თავბრუსხვევა, ძილიანობა, ანაფილაქტიკური რეაქციები. ამის გარდა, ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ ციპრალექსით თერაპიის უცებ შეწყვეტამ ზოგიერთ პაციენტში შეიძლება გამოიწვიოს მოხსნის სინდრომის წარმოქმნა. ესციტალოპრამის მიღების სწრაფად შეწყვეტამ შეიძლება ასევე გამოიწვიოს ისეთი არასასურველი რეაქციები, როგორიცაა თავბრუსხვევა, თავის ტკივილი და პირღებინება, რომლებიც არ არის მკვეთრად გამოხატული და მათი ხანგრძლიობა ასევე შეზღუდულია. ამის თავის არიდების მიზნით რეკომენდირებულია პრეპარატის ნელ-ნელა შეწყვეტა 1-2 კვირის განმავლობაში.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები