იცით ციპრინოლს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ციპრინოლის გვერდითი მოვლენებია: გვერდითი მოქმედება საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: ღებინება, დიარეა, გულისრევა, მუცლის ტკივილი, მეტეორიზმი, ანორექსია, ქოლესტაზური სიყვითლე (განსაკუთრებით პაციენტებში, რომლებთაც გადატანილი აქვთ ღვიძლის დაავადება), ჰეპატიტი, ჰეპატონეკროზი. ცენტრალური ნერვული და პერიფერიული ნერვული სისტემის მხრივ: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, მომატებული დაღლილობა, კრუნჩხვა, შფოთი, ტრემორ, უძილობა,,,კოშმარული” სიზმრები, პერიფერიული პარალგეზია (ტკივილის აღქმის შეგრძნების ანომალია), შიდაქალის წნევის მომატება, გონების დაბინდვა, დეპრესია, ჰალუცინაცია, ასევე სხვა ფსიქოტონური რეაქციები, (იშვიათად პროგრესირებადია იმ მდგომარეობამდე, როდესაც პაციენტმა შესაძლოა ზიანი მიაყენოს თავის თავს, სუიციდური ტენდენციებით), შაკიკი, გონების დაბინდვა. მგრძნობელობის ორგანოების მხრივ: გემოს და სუნის შეგრძნების დარღვევა, მხედველობის დარღვევა (დიპლოპია, ფერის აღქმის დარღვევა), ხმაური ყურებში, სმენის დაქვეითება. გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ტაჰიკარდია, გულის რითმის დარღვევა, არტერიული წნევის დაცემა, ცერებრალური არტერიის თრომბოზი. სისხლის წარმომქმნელი სისტემის მხრივ: ლეიკოპენია, გრანულოციტოპენია, ანემია, თრომბიციტოპენია, ლეიკოციტოზი, თრომბოციტოზი, ჰემოლიზური ანემია. შარდგამომყოფი სისტემის მხრივ: ჰემატურია, კრისტალურია (უმეტესად ტუტე შარდისას და დაბალი დიურეზისას), გლომერულონეფრიტი, დიზურია, პოლიურია, შარდის შეკავება, ალბუმინურია, ურეტრალური სისხლდენა, თირკმელების აზოტის გამომყოფის ფუნქციის დაქვეითება, ინტერსტიციალური ნეფრიტი. ალერგიული რეაქციები: კანის ქავილი, ჭინჭრის ცხელება, წყლულის გაჩენა, სისხლდენისა და მცირე კვანძების თანხლებით, ჩირქოვანი ქერქის წარმოქმნით, წამლის ცხელება, წერტილოვანი სისხლჩაქცევა, სახის ან ყელის შეშუპება, ქოშინი, ეოზინოფილია, ვასკულიტი, ეკზანთემა, კვანძური ერითემა, ექსუდაციური მალტიფორმული ერითემა, სტივენს-ჯონსის სინდრომი (ავთვისებიანი ექსუდაციური ერითემა), ტოქსიური ეპიდერმული ნეკროლიზი (ლაიელის სინდრომი), ანაფილაქსიური შოკი. ძვლებისა და კუნთების სისტემის მხრივ: ართრალგია, ართრიტი, ტენდოვაგინიტი, მყესების გახლეჩვა, მიალგია, შეშუპება სისხლძარღვების არეში. სხვა: საერთო სისუსტე, სუპერინფექცია (კანდიდოზი, ფსევდომემბრანული კოლიტი), სინათლის მომატებული მგრძნობელობა,  სისხლის,,მიწოლის” შეგრძნება სახის კანზე, ოფლიანობა. ლაბორატორიული მაჩვენებლები: ჰიპოპროთრომბინემია,,,ღვიძლის” ტრანსამინაზების და ტუტე ფოსფატაზების აქტივობის მომატება, ჰიპერკრეატინემია, ჰიპერბილირუბინემია, ჰიპერურიკემია, ჰიპერგლიკემია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები