იცით ციპრინოლს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ციპრინოლის გვერდითი მოვლენებია:  კუჭ-ნაწლავის სისტემის მხრივ: გულისრევა, ღებინება, დიარეა, ფსევდომემბრანული კოლიტი, მეტეორიზმი, უმადობა, ქოლესტაზური სიყვითლე (განსაკუთრებით ღვიძლის დაავადების მქონე პაციენტებში), ჰეპატიტის, ჰეპატონეკროზი. ცნს-ის მხრივ: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, მომატებული დაღლა, ტრემორი, ცნობიერების არევა, დეპრესია, ძილის დარღვევა, კოშმარები, ჰალუცინაციები, გულის წასვლა, იშვიათად შაკიკის ტიპის თავის ტკივილი, ცერებრული არტერიების თრომბოზი. მგრძნობელობის სისტემის მხრივ: გემოვნების და ყნოსვის დარღვევა, მხვედლობის დარღვევა (გაორება ფერების აღქმის დარღვევა), ყურებში შუილი, სმენის დაქვეითება. საშარდე სისტემის მხრივ: კრისტალურია, ინტერსტიციალური ნეფრიტი, გლომერულონეფრიტი, დიზურია, პოლიურია, ალბუმინურია, ჰემატურია. სისხლმბადი სისტემის მხრივ: ეოზინოფილია, ლეიკოპენია, ნეიტროპენია, თრომბოპენია. გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ტაქიკარდია, გულისცემის რითმის დარღვევა, არტერიული ჰიპოტენზია. ალერგიული რეაქციები: კანის ქავილი, ჭინჭრის ციება, კვინკეს შეშუპება, სტივენს-ჯონსის სინდრომი, ართრალგია. იშვიათად – აწეული მგრძნობელობა სინათლის მიმართ. ქიმიოთერაპიულ მოქმედებასთან დაკავშირებული გვერდითი ეფექტები:კანდიდოზი. ლაბორატორიული მაჩვენებლის მხრივ ცვლილებები: ღვიძლის ტრანსამინაზების, ტუტე ფოსფატაზების, ლაქტატდეჰიდროგენაზას აქტივობის, ბილირუბინის, შარდოვანას კონცენტრაციის, კრეატინინის მატება. სხვა: იშვიათად – ართრიტი, ტენდოვაგინიტი, მყესების გახლეჩვა, ზოგადი სისუსტე.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები