იცით ციპრო-დენკი 500-ის რა უკუჩვენებები აქვს?

ციპრო-დენკი 500-ის უკუჩვენებებია: ციპრო-დენკ 500 არ გამოიყენება: – თუ პაციენტი მგრძნობიარეა (ალერგიულია) ციპროფლოქსაცინის ან პრეპარატში შემავალი ნებისმიერი ინგრედიენტის მიმართ. – ორსულობა და ლაქტაციის პერიოდში. – თუ პაციენტს აქვს ჩივილები სახსრების მხრივ, რაც უკავშირდება იმავე კლასის ანტიბიოტიკებში შემავალი ნივთიერებების მიღებას. – ბავშვებში და მოზარდებში ზრდის ფაზაში (5-17 წელი), რადგან არ არსებობს მონაცემები ამ ასაკში პრეპარატის გამოყენების შესახებ. გამონაკლისს წარმოადგენს ინჰალაციური ციმბირის წყლულის მკურნალობა მის გამომწვევ პათოგენთან – Bacillus anthracis – თანკონტაქტის შემდეგ.ცხოველებძე ჩატარებული კვლევებიდან გამოვლინდა,რომ პრეპარატის მიღებამ ზრდის ფაზაში შესაძლებელია გამოიწვიოს სახსრების დაზიანება. – 5 წლამდე ასაკის ბავშვებში.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები