იცით L-თიროქსინი® ბერლინ-ხემს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

L-თიროქსინი® ბერლინ-ხემის გვერდითი მოვლენებია: შესაძლო გვერდითიმოქმედება: როგორც ნებისმიერ სამკურნალო საშუალებას, პრეპარატ L-თიროქსინი 100 ბერლინ-ხემსაც შეიძლება ჰქონდეს გვერდითიმოქმედება:, თუმცა ის არ ვლინდება ყველა პაციენტში.   გვერდითიმოქმედების შეფასებას საფუძვლად უდევს სიხშირის შემდეგი მონაცემები: ძალიან ხშირად: ხშირად: ზოგჯერ: იშვიათად: ძალიან იშვიათად: დადგენილი არ არის: შეიძლება განვითარდეს 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში შეიძლება განვითარდეს 100-დან 1-10 პაციენტში შეიძლება განვითარდეს 1 000-დან 1-10 პაციენტში შეიძლება განვითარდეს 10 000-დან 1-10 პაციენტში შეიძლება განვითარდეს 10 000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში არსებული მონაცემების საფუძველზე სიხშირის დადგენა შეუძლებელია.  პრეპარატი L-თიროქსინი 100 ბერლინ-ხემის სწორი გამოყენების შემთხვევაში გვერდითიმოქმედების გამოვლენა მოსალოდნელი არ არის.  თუ ცალკეულ შემთხვევებში დოზა ვერ აიტანება პაციენტის მიერ ან განვითარდა დოზის გადაჭარბება, მაშინ განსაკუთრებით დოზის ძალიან სწრაფად გაზრდის შემთხვევაში მკურნალობის დასაწყისში შეიძლება განვითარდეს ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერაქტივობის ტიპიური ნიშნები (გახშირებული გულისცემა, გულის რითმის დარღვევა, მოჭერის შეგრძნება გულის არეში [სტენოკრდია], კუნთების სისუსტე და კუნთების კრუნჩხვა, სიცხის შეგრძნება, ჭარბი ოფლდენა, ტემპერატურის მომატება, თითების კანკალი, მოუსვენრობის შეგრძნება, ძილიანობა, წონის დაკარგვა, ღებინება, დიარეა, მენსტრუალური ციკლის დარღვევა, თავის ტკივილი, ქალასშიდა წნევის მომატება). (იხ. ასევე ~პრეპარატი L-თიროქსინი 100 ბერლინ-ხემის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში~).  მკურნალ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ დღე-ღამის დოზა უნდა იქნას შემცირებული ან ტაბლეტების მიღება უნდა შეწყდეს რამდენიმე დღით.  გვერდითიმოვლენის გაქრობისთანავე რეკომენდებულია მკურნალობის გაგრძელება პრეპარატის დოზის სიფრთხილით შერჩევით. ლევოთიროქსინის ან პრეპარატის ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ ჰიპერმგრძნობელობისას შეიძლება განვითარდეს ისეთი ალერგიული რეაქციები, როგორიცაა გამონაყარი, ბრონქული მუსკულატურის კრუნჩხვა ქოშინით (ბრონქოსპაზმი) და ხახის შეშუპება. Aარსებობს ცნობები ცალკეულ შემთხვევებში მძიმე ალერგიული შოკის განვითარების შესახებ. ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების განვითარების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. თუ რომელიმე გვერდითიმოვლენა სერიოზულ სახეს იღებს, ან შენიშნეთ ისეთი გვერდითიმოვლენა, რომელიც არ არის აღნიშნული წინამდებარე ჩანართში, შეატყობინეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები