კალცი დე-დენკი / Calci D-Denk ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

კალცი დე-დენკი –  ორსულობა ორსულობის დროს კალციდ-დენკი ინიშნება მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში და ისეთი დოზით, რაც საჭიროა დეფიციტის კორექციისთვის. ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში კაცლიუმის შესაბამისი დღიური დოზა ჩვეულებრივ შეადგენს 1000 და 1300 მგ-ს (ნივთიერების წყარო: საკვები და საკვები დანამატები). ორსულობის დროს არ შეიძლება 1500მგ-ზე მეტი დღიური დოზის გადაჭარბება. ორსულობის დროს უნდა მოხდეს ვიტამინი D-ს დოზის გადაჭარბების პრევენცია, რადგან მუდმივმა ჰიპერკალცემიამ (შრატის კალციუმის მომატებული რაოდენობა) შესაძლებელია გამოიწვიოს როგორც ფიზიკური და გონებრივი ჩამორჩენა, ასევე გულის შეგუბებითი უკმარისობა და თვალის პრობლემები. თუ პაციენტი არის ორსულად, კალცი-დენკით მკურნალობის დაწყებამდე მან უნდა აცნობოს მკურნალ ექიმს.  ლაქტაცია კალციდ-დენკი მიიღება ლაქტაციის პერიოდში მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღინიშნება დეფიციტი. ვიტამინი D და მისი მეტაბოლიტები გადადის დედის რძეში. ამ მხრივ გამოწვეული დოზის გადაჭარბება ჯერ არ გამოვლენილა ჩვილებში. ლაქტაციის პერიოდში კალციდ-დენკის მიღებამდე პაციენტმა უნდა აცნობოს მკურნალ ექიმს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი